როგორ მოვიპოვოთ ხე–ტყე კანონიერად?
ნავიგატორი
1912


როგორ მოვიპოვოთ ხე–ტყე კანონიერად?

✅ #გაიგემეტი ტყის მერქნული რესურსის რაციონალური გამოყენების ძირითადი პრინციპების შესახებ

►  საქართველოს ტყეები, გარდა დიდი ეკოლოგიური მნიშვნელობისაა, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სოციალურ და ეკონომიკურ ფუქნციებს ითავსებს.

►  რა არის ტყის მდგრადი მართვა?

► ტყის მდგრადი მართვა, მისი ბიოლოგიური მრავალფეროვნების და თვითაღდდგენის პროცესების დაზიანების გარეშე, ტყის რესურსების მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებას გულისხმობს.

►  როგორ მოვიპოვოთ ხე-ტყის რესურსი კანონიერად?

► მდგრადი ტყითსარგებლობის დანერგვის მიზნით, ხე-ტყის დამზადების პასუხისმგებლობა დარგის სპეციალისტებმა და ტყის მართვის ორგანოებმა აიღეს. დამზადებული მერქნის შეძენა ღია ელექტრონული, ან პირდაპირი შესყიდვის გზითაა შესაძლებელი.

► მოსახლეობის სათბობ შეშაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, ტყის მართვის ორგანოები გამოყოფენ სოციალური ჭრის ტყეკაფებს, საიდანაც, ღირებულების გადახდის შემდეგ, მოსახლეობას შეშის კანონიერად მოპოვების საშუალება აქვს.

• ყოველწლიურად, ტრანსპორტირების გამარტივების
მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტო ტყეკაფებამდე მისასვლელ გზებს აწესრიგებს.

► სოციალური ჭრით გამოყოფილი შეშის გასხვისება კანონით აკრძალულია!

✅ ორგანიზებული ტყითსარგებლობის დანერგვის მიზნით:

► გაუქმდა ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემა

► მომზადდა ტყის ახალი კოდექსი, რომლიც ბევრ სხვა ცვლილებასთან ერთად სოციალური ჭრების პრაქტიკის ჩანაცვლებას გულისხმობს.

• იგეგმება ე.წ საქმიანი ეზოების მოწყობა, სადაც მოსახლეობა, ტყის მართვის ორგანოს მიერ მომზადებული, დახარისხებული მერქნის პირდაპირი წესით შეძენას შეძლებს, აღნიშნული წესი უსაფრთხოა ტყის ეკოლოგიისთვის და კომფორტულია მოსახლეობისთვის.

►  გვახსოვდეს, რაციონალურ ტყითსარგებლობას შეუძლია დიდი როლი იქონიოს სიღარიბის აღმოფხვრასა და ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითრებაში.

18-10-2019

წყარო: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

21-02-2019

Bloomberg: სავაჭრო ომი აშშ-ს და ჩინეთს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის

11-04-2019

აუდიტის სამსახური - შესყიდვების დროს შპს „საქაერონავიგაციის" მხრიდან მთავრობის დადგენილების მოთხოვნები დაირღვა

26-10-2022

როგორ მივიღოთ სესხის უზრუნველყოფა?

02-04-2019

Johnson & Johnson's-ის საბავშვო შამპუნში საშიში ნივთიერებები აღმოაჩნეს

02-04-2019

Johnson & Johnson's-ის საბავშვო შამპუნში საშიში ნივთიერებები აღმოაჩნეს

21-02-2019

Bloomberg: სავაჭრო ომი აშშ-ს და ჩინეთს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის

11-04-2019

აუდიტის სამსახური - შესყიდვების დროს შპს „საქაერონავიგაციის" მხრიდან მთავრობის დადგენილების მოთხოვნები დაირღვა

26-10-2022

როგორ მივიღოთ სესხის უზრუნველყოფა?


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ