|
| 2102 |
|---|
აზერბაიჯანმა კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა
| ზერბაიჯანის პრეზინდეტმა ილჰამ ალიევმა ხელი მაოწერა კანონს „კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის დამტკიცების შესახებ“. როგორც ქვეყნის ხელმძღვანელის ვებგვერდზე ვკითხულობთ, კანონი გადაეგზავნება ქვეყნის მთავრობას, რათა მოახდინოს ამ კანონის სხვა ნორმატიულ სამართლებრივ აქტებთან თანხვედრა. კასპიის ზღვის შესახებ კონვენციას აზერბაიჯანმა, ირანმა, რუსეთმა, ყაზახეთმა და თურქმენეთმა კასპიის სამიტის ფარგლებში 2018 წლის 12 აგვსიტოს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში მოაწერეს ხელი. შედეგად კი კასპიის წყლების საზღვარი განისაზღვრა შიდა და ტერიტორიულ წყლებად, სარეწაო ზონებად და საერთო სივრცეებად. კასპიის ფსკერი კი სხვადასხვა სექტორებად დაიყოფა. ასევე განისაზღვრება კასპიის ზღვაზე საჰაერო სივრცე. კონვენცია უკრძალავს ხელისმომწერი ქვეყნების გარდა სხვა ქვეყნებს იქ სამხედრო შეიარაღების ქონას. |

24-02-2019
წყარო: bpn
|
15-04-2019 თიბისის და Tbilisi Hills Golf & Residences-ს თანამშრომლობა გაფორმდა |
|---|
|
27-08-2019 საქართველოს დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 8.6%-ს შეადგენს. |
|
06-02-2024 მიკრო და მცირე მეწარმეთა განვითარების პროგრამა 2023 |
|
03-06-2019 საქართველოში მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2020 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება |