ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ქედის LAG ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილების და ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით
ნავიგატორი
1596


ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ქედის LAG ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილების და ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით

► 12 დეკემბერი, 2019. ქედის მუნიციპალიტეტი, აჭარა – ქედის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების 20-ზე მეტმა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ, ქედის LAG-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში კლიმატის ცვილებისა და ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ. ღონისძიება, რომელიც ქედის LAG-ის ოფისში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქედა ლიდერის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა, მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვითი საკითხებისადმი და მათი ჩართულობის ხელშეწყობას შესაბამის აქტივობებში.

დისკუსიას წინ უძღოდა მობილური ფილმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში შერჩეული 1-წუთიანი თემატური ფილმების ჩვენება. მოსწავლეებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ნარჩენების ხელახალი გამოყენების აქტივობასა და ნარჩენების მდგრადი მართვის პრაქტიკულ ტრენინგში.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა პროდუქტიული და ინსპირაციული აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის. დისკუსიის ფარგლებში, მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის აუცილებლობაზე ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით. ფილმების ჩვენების შემდეგ, რამდენიმე მოსწავლეს გაუჩნდა მომავალ საერთაშორისო მობილური ფილმის ფესტივალში მონაწილეობის მიღების სურვილი. მათ მთავარ მიზანს ინოვაციური ხერხების გამოყენებით ქედის მუნიციპალიტეტის მსოფლიოსთვის გაცნობა და აქტუალური პრობლემების დღის წესრიგში დაყენება წარმოადგენს.

წელს, ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაცია CENN-ი მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის Mobile Film Festival პარტნიორია. წლევანდელი კონკურსის მთავარი თემაა კლიმატის ცვლილება. ფესტივალში მონაწილე ფილმები ერთი წესის ირგვლივ ერთიანდება: 1 მობილური, 1 წუთი, 1 ფილმი. 2019 წლის კონკურსის ფარგლებში, ჯამში 24 ქვეყნიდან, 50 ფილმი შეირჩა, რომლებიც ათ ძირითად თემას ეხება: ნარჩნები, რეციკლირება, გლაობალური დათბობა, წყლის ნაკლებობა, გაუტყეურება, ახალგაზრდების აქტივიზმი, კლიმატის ცვლილება, ტრანსპორტირება, მოსახლეობის კრიტიკული ზრდა.

პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

16-12-2019

წყარო: Enpard.ge

13-05-2019

იმიტირებებული გამოძიება და იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთათვის

01-03-2023

ტყე ჩემი მეგობარია: კონკურსი საუკეთესო სცენარისთვის

08-04-2019

აშშ-მა ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები ისევ გააფართოვა

17-07-2019

NBC UNIVERSAL-ი საქართველოში ფილმის გადაღების შესაძლებლობებს სწავლობს

17-07-2019

NBC UNIVERSAL-ი საქართველოში ფილმის გადაღების შესაძლებლობებს სწავლობს

13-05-2019

იმიტირებებული გამოძიება და იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთათვის

01-03-2023

ტყე ჩემი მეგობარია: კონკურსი საუკეთესო სცენარისთვის

08-04-2019

აშშ-მა ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები ისევ გააფართოვა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ