|
| 1979 |
|---|
Fitch"-მასაქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა და „BB" სტაბილური მიანიჭა
| სარეიტინგო კომპანია „Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-"-დან „BB"-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.
სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებულია 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის ზრდით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგიონში არსებული შოკების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით გაიზარდა, გაცვლითმა კურსმა შეინარჩუნა სტაბილურობა და ეროვნულმა ბანკმა შეძლო რეზერვების შევსება. ამასთან, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად წარმოადგენს რეიტინგის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს. |

25-02-2019
წყარო: newposts
|
05-04-2019 3 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 21%-ით გაიზარდა |
|---|
|
10-04-2019 შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები ბერლინში შეხვედრებს მართავენ |
|
06-06-2023 კონკურსი ახალგაზრდებისთვის – ეს ქვეყანა შენია!!! |
|
02-04-2019 გიორგი ქობულია: სახელმწიფო დაუდგება თავდებში იმ ბიზნესს, რომელსაც არ აქვს საკმარისი უზრუნველყოფა, რომ სესხი აიღოს |