როგორ მივიღოთ სესხის უზრუნველყოფა?
ნავიგატორი
1213


როგორ მივიღოთ სესხის უზრუნველყოფა?

რას გულისხმობს საკრედიტო-საგარანტიო სქემა?

გაქვთ სურვილი წამოიწყოთ საკუთარი ბიზნესი ან გააფართოვოთ არსებული?

ამისთვის გჭირდებათ სესხი, თუმცა კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გთხოვთ სესხის უზრუნველყოფას?

ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ მოითხოვოთ საკრედიტო-საგარანტიო სქემით სარგებლობა. პროგრამა გულისხმობს დამტკიცებული სესხის გარანტიას არაუმეტეს 80%, მაქსიმუმ 10 წლის ვადით.

 

პროგრამის რომელი მიმართულებების ფარგლებშია შესაძლებელი სესხის აღება?

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში, შეგიძლიათ დაიწყოთ ან გააფართოვოთ წარმოების/მომსახურების ფართო სპექტრში არსებული ბიზნესი, რომელიც მოიცავს 400-ზე მეტ ეკონომიკურ საქმიანობას. დეტალური ჩამონათვალის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: https://bit.ly/3yvMMSL

 

რა მოცულობის სესხებს გულისხმობს საკრედიტო-საგარანტიო სქემა?

სესხის მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ფინანსური ინსტიტუტის მომსახურებით ისარგებლებთ:  

კომერციული ბანკის შემთხვევაში, სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემთხვევაში, სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 20 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარს.

*გაითვალისწინეთ, პროგრამის ფარგლებში დასაშვებია მხოლოდ ახალი სესხის აღება.

 

როგორ მიიღოთ მონაწილეობა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ?

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

თუკი პროგრამაში მონაწილეობა გსურთ, მიმართეთ კომერციულ ბანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. სესხის დამტკიცების შემდეგ სააგენტო განიხილავს თქვენს განაცხადს და ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხდებით ჩვენი პროგრამის ბენეფიციარი.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე - 1525.

 


 

წყარო: აწარმოე საქართველოში

26-10-2022

წყარო: აწარმოე საქართველოში

22-02-2019

„Berliner Wein Trophy"-ის ჟიურიში ღვინის ექსპერტები საქართველოდან მიიწვიეს

02-04-2019

საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - დავით წიკლაურმა საბჭო დატოვა

15-04-2019

ტოკიომ უცხოელების დასაქმებისთვის ახალი სავიზო რეჟიმი აამოქმედა - ვის შეეძლება იაპონიაში მუშაობა

02-05-2019

თბილისის ქუჩებში დღეს ახალი ბრენდის პოსტერები გამოჩნდა — რა არის Dze_Georgian project?

02-05-2019

თბილისის ქუჩებში დღეს ახალი ბრენდის პოსტერები გამოჩნდა — რა არის Dze_Georgian project?

22-02-2019

„Berliner Wein Trophy"-ის ჟიურიში ღვინის ექსპერტები საქართველოდან მიიწვიეს

02-04-2019

საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - დავით წიკლაურმა საბჭო დატოვა

15-04-2019

ტოკიომ უცხოელების დასაქმებისთვის ახალი სავიზო რეჟიმი აამოქმედა - ვის შეეძლება იაპონიაში მუშაობა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ