კონკურსი გრაფიკული პოსტერის შექმნაზე
ნავიგატორი
943


კონკურსი გრაფიკული პოსტერის შექმნაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ აცხადებს კონკურსს გრაფიკული პოსტერის შექმნაზე, რომლის მიზანია ცნობიერების ამაღლება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ. ასევე, გენდერული თანასწორობის წახალისება და განმტკიცება.

კონკურსში მონაწილეობის პირობებია:

გრაფიკული პოსტერი უნდა ასახავდეს კონკურსანტის წარმოდგენებს და გაგებას თანხმობის (consent) არსებობის შესახებ;

რას ვგულისხმობთ თანხმობაში და რა კავშირი აქვს მას სქესობრივ და რეპროდუქციულ უფლებებთან?

თანხმობა სქესობრივი ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის უნდა იყოს ცხადი და თავისუფალ ნებაზე დაფუძნებული! დუმილი თანხმობას არ ნიშნავს!

 

სამწუხაროდ, ქართული კანონმდებლობა და პრაქტიკა არ შეესაბამება ამ სტანდარტს. საქართველოში, გაუპატიურების გამოძიებისას, ქალს უწევს ამტკიცოს, რომ მას დამატებით სცემეს კიდეც, ან ძალადობით დაემუქრნენ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში გაუპატიურების დასამტკიცებლად თანხმობის არარსებობა საკმარისი საფუძველი არ არის. ამ საკითხის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთავაზობთ, გაეცნოთ  სტატიას: სექსი იძულების გარეშე – რას ნიშნავს სინამდვილეში თანხმობის პრინციპი?

 

-კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონული ფორმით უნდა გამოგზავნონ პოსტერები ორგანიზაციის ელ-ფოსტაზე;

-გამოგზავნილი პოსტერის ზომა უნდა შეესაბამებოდეს 1080 x 1080 პიქსელის ფორმატს და ნამუშევარი უნდა შეიქმნას სპეციალურად ამ კონკურსისთვის და აკრძალულია გამოიყენოთ ისეთი ვიზუალი ან ვიზუალური ელემენტი, რომელზეც არ ფლობთ საავტორო უფლებას;
-ელ-ფოსტაში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ტელეფონის ნომერი.

 

კონკურსში გამარჯვებული მიიღებს ფულად პრიზს და პოსტერი განთავსდება საფარის სოციალური მედიის არხებზე.

 

პოსტერები უნდა გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@sapari.ge; გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ „კონკურსი გრაფიკული პოსტერის შექმნაზე“.

გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2022 წლის 1 ნოემბერი

 


 

წყარო: https://stipendia.ge/

26-10-2022

წყარო: საფარი

14-11-2022

ევროპის კოლეჯმა 2023-2024 აკადემიური წლისთვის განაცხადების მიღება დაიწყო — სტიპენდიების მოპოვება საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ

10-04-2019

“Erasmus+”-ის ბიუჯეტი სამჯერ იზრდება

02-05-2019

მილიონერების გლობალური მიგრაცია იზრდება - რომელ ქვეყნებში გადადიან მდიდრები საცხოვრებლად

26-09-2022

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო

26-09-2022

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო

14-11-2022

ევროპის კოლეჯმა 2023-2024 აკადემიური წლისთვის განაცხადების მიღება დაიწყო — სტიპენდიების მოპოვება საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ

10-04-2019

“Erasmus+”-ის ბიუჯეტი სამჯერ იზრდება

02-05-2019

მილიონერების გლობალური მიგრაცია იზრდება - რომელ ქვეყნებში გადადიან მდიდრები საცხოვრებლად


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ