მერსედეს ვერა-მარტინი: „საქართველოში მიმდინარე რეფორმები გაზრდის ეკონომიკის მდგრადობას, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას"
ნავიგატორი
1844

მერსედეს ვერა-მარტინი: „საქართველოში მიმდინარე რეფორმები გაზრდის ეკონომიკის მდგრადობას, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი დადებითად აფასებს საქართველოში არსებულ ეკონომიკური განვითარების დინამიკას. როგორც „კომერსანტს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მერსედეს ვერა-მარტინმა ეს განცხადება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ესწრებოდნენ.

სავალუტო ფონდის მისია მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობთ საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა. სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებს და უკვე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს გაეცნენ. „ეს რეფორმები გაზრდის ეკონომიკის მდგრადობას, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. რეფორმების შედეგები დადებითად იმოქმედებს საქართველოს მთელ მოსახლეობაზე", - განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა.

მერსედეს ვერა-მარტინის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური ზრდა 2018 წელს. „ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში, გაზრდილმა საგარეო მოთხოვნამ, რაც ძლიერ ექსპორტსა და ტურიზმიდან გაზრდილ შემოსავლებში აისახა", - აღნიშნა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი, სხვა რეფორმებთან ერთად, განათლების რეფორმაა.

26-02-2019

წყარო: commersant.ge

06-02-2024

მიკრო და მცირე მეწარმეთა განვითარების პროგრამა 2023

25-05-2023

Social Impact Award 2023-ის განაცხადების მიღება დაიწყო!

03-05-2019

ფერმერთა სკოლის უფასო სასწავლო პროგრამა – მიმდინარეობს რეგისტრაცია

13-05-2019

სიცილიაში სახლები აუქციონზე იყიდება - საწყისი ფასი 1 ევროა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ