|
| 931 |
|---|
ქუთაისში 2023 წელს USAID-ის კიდევ ერთი პროგრამის განხორციელება დაიწყება
| საქართველოში დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი პროგრამა შეიქმნა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მუნიციპალიტეტმა შერჩევის სამივე ეტაპი წარმატებით გაიარა, პროგრამაში მონაწილეობის ფინანსური და რესურსული განსაკუთრებით მაღალი მზაობა გამოთქვა და იმ 11 მუნიციპალიტეტს შორის მოხვდა, სადაც პროგრამა 2023 წელს მუშაობას დაიწყებს. მათივე ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ და მისი ბიუჯეტი 21 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. „პროგრამის მთავარი მიზანია, დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა, ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობის, ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, ასევე, ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარების ხელშეწყობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: https://www.bpn.ge/ |

21-12-2022
წყარო: USAID
|
22-03-2019 „ანაკლია არის სტრატეგიული პროექტი, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებას" |
|---|
|
19-03-2019 სენაკში ლურჯი მოცვის პლანტაცია სახელმწიფო რწმუნებულმა დაათვალიერა |
|
08-04-2019 ევროპის ყველაზე იაფიანი საზაფხულო კურორტი დასახელდა |
|
01-05-2019 სესხის გამცემი სუბიექტებისთვის სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენის ვადა ამოიწურა |