ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსი ფშავ-ხევსურეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის
ნავიგატორი
1182

ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსი ფშავ-ხევსურეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

„მთის ამბების“ ფშავ-ხევსურეთის საგანმანათლებლო ცენტრი იწვევს ფშავ-ხევსურეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს ინგლისური ენის მოკლევადიან სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად.

სასწავლო კურსის მსმენელებად მიიღებიან ახალგაზრდები 16 წლიდან, რომლებიც მუდმივად ან სეზონურად ცხოვრობენ აღნიშნულ კუთხეში. პრიორიტეტი მიენიჭებათ ეკოტურიზმში ჩართულ ან ამით დაინტერესებულ პირებს, გოგონებს, ქალებს.

დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით უნდა შეავსოთ ანკეტა და გამოგზავნოთ. კითხვაზე - რაზე შემოგაქვთ განაცხადი, მიუთითეთ ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: Mtisambebi@gmail.com

სწავლა უფასოა და სწავლება დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

კურსის საბოლოო დეტალები - ხანგრძლივობა და ინტენსივობა დაზუსტდება ცალკე, მონაწილეთა შერჩევის პარალელურად. (სავარაუდოდ, სასწავლო კურსი იქნება 3-4 თვიანი, ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, თითოეული ლექციის ხანგრძლივობა 1.5 სთ). სასწავლო კურსს გაუძღვება მაღალი კვაფიკაციის მქონე მოწვეული სპეციალისტი. 

სასწავლო კურსის დროს მონაწილეთა ინტერნეტით უზრუნველყოფის ხარჯებს (ასეთი საჭიროების შემთხვევაში) ორგანიზატორი დაფარავს.

წყარო: მთის ამბები

20-01-2023

წყარო: მთის ამბები

05-06-2019

რიანა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მომღერალია

19-03-2019

სენაკში ლურჯი მოცვის პლანტაცია სახელმწიფო რწმუნებულმა დაათვალიერა

02-04-2019

საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანმება გაფორმდა

24-04-2019

ზუგდუდში, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის თემაზე საჯარო დებატი ჩატარდა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ