„ჰორიზონტი ევროპა“ მკვლევრებისთვის საკონკურსო განაცხადების შედგენის საკონსულტაციო ბანაკს აწყობს
ნავიგატორი
1021


„ჰორიზონტი ევროპა“ მკვლევრებისთვის საკონკურსო განაცხადების შედგენის საკონსულტაციო ბანაკს აწყობს

ევროკომისია საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ მკვლევრებსა და ნოვატორებს სამდღიან ბანაკში იწვევს. ისინი გაივლიან ტრენინგს საკონკურსო წინადადებების შედგენაში და ექსპერტებისგან ინდივიდუალურ კონსულტაციებს მიიღებენ.

საკონკურსო წინადადებების წერის სწავლება მორგებული იქნება იმ მკვლევრებისა და ნოვატორების ინტერესებზე, რომელთა მიზანიც პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ მომავალ კონკურსებში მონაწილეობაა. ამასთან, ექსპერტები მათ კონკრეტული წინადადებების გარშემო გაუწევენ კონსულტაციებს. 

გარდა ამისა, ეროვნული საკონტაქტო პირებისთვის ნახევარდღიანი ტრენინგიც ჩატარდება. ეს მათ დაეხმარება, „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ეფექტიანად მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია და მაქსიმალურად გაუმარტივონ მიზნების მიღწევა.  

ყველა ფორმატის ტრენინგი თბილისში, 2023 წლის 6-იდან 10 თებერვლამდე პერიოდში გაიმართება. 

დაინტერესებულ მკვლევრებს და ნოვატორებს, ასევე ეროვნულ საკონტაქტო პირებს საქართველოდან რეგისტრაციის გავლა ონლაინ ფორმის შევსებით შეუძლიათ. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

სარეგისტრაციო ფორმა

დახურვის თარიღი:

თებერვალი 10, 2023

 


 

წყარო: https://euneighbourseast.eu/

26-01-2023

წყარო: ევროკომისია

21-03-2019

საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4.7%-ით გაიზარდა

08-08-2023

ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდია

19-04-2023

ფოტოკონკურსი - ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა

10-04-2019

გამოკითხულთა უმრავლესობა დაგროვებითი პენსიის რეფორმას უარყოფითად, ან ძალიან უარყოფითად აფასებს - TI

10-04-2019

გამოკითხულთა უმრავლესობა დაგროვებითი პენსიის რეფორმას უარყოფითად, ან ძალიან უარყოფითად აფასებს - TI

21-03-2019

საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4.7%-ით გაიზარდა

08-08-2023

ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდია

19-04-2023

ფოტოკონკურსი - ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ