კონკურსი ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
ნავიგატორი
1040


კონკურსი ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

"საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი" (GCSD) პროექტის - "ქალთა გაძლიერება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით" - ფარგლებში აცხადებს კონკურსს ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

ტრენინგი განკუთვნილია საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში - ახალციხეში, მარნეულში, ქარელში, გურჯაანსა და ლაგოდეხში მცხოვრები ქალებისა და ეთნიკური უმცირესობებისათვის, რომლებიც ტრენინგის შედეგად გაეცნობიან ბიზნეს პროცესის მართვის და მრავალწლოვანი კულტურების გაშენების მეთოდებს.

სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივების მონაწილეობას ისეთ სახელმწიფო პროგრამაში, როგორიცაა "დანერგე მომავალი", რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს. აღნიშნული პროგრამა დაინტერესებულ მონაწილეებს სთავაზობს მხარდაჭერას ოთხი ძირითადი კომპონენტის ფარგლებში: 1) მრავალწლოვანი ბაღების დაფინანსება, 2) სანერგე მეურნეობების თანადაფინანსება, 3) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსება და 4) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსება.

თუ გსურთ მეტი გაიგოთ სოფლად ბიზნესს პროცესების წარმართვის საშუალებებზე და, ამავდროულად, გეგმავთ პროგრამაში, "დანერგე მომავალი", მონაწილეობის მიღებას, გთხოვთ, ეწვიოთ აღნიშნულ ლინკს და შეავსოთ კონკურსის სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/Vc3hUCarGYPh5q1L8

კონკურსის ფორმის შევსების ბოლო ვადაა 2023 წლის 16 თებერვალი.

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: +995 598 980 859
ელ.ფოსტა: t.arabuli@gcsd.org.ge

 


 

წყარო: https://jobs.ge/

26-01-2023

წყარო: საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი

03-04-2023

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამა - რეგიონები

15-02-2019

კომპანია „ფერი“ კახეთში და ონში 365 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰესების კასკადის მშენებლობას გეგმავს

04-03-2019

Tech4Equality Talk on International Women’s Day

16-05-2023

მწვანე ბაზარი

16-05-2023

მწვანე ბაზარი

03-04-2023

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამა - რეგიონები

15-02-2019

კომპანია „ფერი“ კახეთში და ონში 365 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰესების კასკადის მშენებლობას გეგმავს

04-03-2019

Tech4Equality Talk on International Women’s Day


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ