|
| 1119 |
|---|
ტყე ჩემი მეგობარია: კონკურსი საუკეთესო სცენარისთვის
| გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი აცხადებენ კონკურსს თბილისისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკოკლუბებისა და სკოლებისთვის, ანიმირებული მანგას „ტყე ჩემი მეგობარია“ მე-2 ეპიზოდის საუკეთესო სცენარისთვის. ანიმაციის შესახებ ანიმირებული მანგა „ტყე ჩემი მეგობარია“ შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „ტყის მდგრადი და კლიმატმეგობრული მართვის პრინციპების დანერგვა“ ფარგლებში, რომელიც ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობითა და იაპონიის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. ანიმაცია მოგვითხრობს მეომარ გოგოსა და ხის მორის ამბავს, რომლებიც ერთმანეთს ბრძოლის ველზე გაიცნობენ, სადაც ადამიანებსა და ტყეს შორის ომი მიმდინარეობს. სიუჟეტის განვითარებასთან ერთან, დალი და მეომორი ბევრ საერთოს აღმოაჩენენ, დამეგობრდებიან და გადაწყვეტენ, რომ ერთად იპოვონ ადამიანებსა და ტყეს შორის დაკარგული კავშირი. კონკურსის პირობები კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ეკოკლუბებისა და საშუალო სკოლების მოსწავლეებს როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად. წარმოდგენილი სცენარის ფორმატი შესაძლებელია იყოს როგორც ტექსტი, ასევე ნახატი PDF ფორმატში. კონკურსის საფუძველზე შერჩეულ იქნება სამი საუკეთესო სცენარი ანიმაციის გაგრძელებისთვის. შერჩევის კრიტერიუმები
სამი გამარჯვებული სცენარის ავტორები ან ავტორთა ჯგუფები დაჯილდოვდებიან 1,000-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერებით. როგორ მივიღო მონაწილეობა გამოგვიგზავნეთ საკონკურსო მასალები ელ. ფოსტაზე: ana.manjavidze@eiec.gov.ge 2023 წლის 10 მარტამდე. ვის დავუკავშირდე
წყარო: https://www.undp.org/ |
.png)
01-03-2023
წყარო: UNDP
|
18-02-2019 იანვარში „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის 95.9% აფხაზეთმა მოიხმარა |
|---|
|
22-03-2019 საწარმო რომელში ქართული ინოვაციური პროდუქტის წარმოებაა დაგეგმილი, 2020 წელს ამოქმედდება |
|
29-03-2019 2019 წლის მარტში საქართველოს დელეგაცია ესტონეთის ელ. მმართველობის აკადემიას ეწვია |
|
08-04-2019 აშშ-მა ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები ისევ გააფართოვა |