|
| 877 |
|---|
ნეაპოლში მდებარე Apple-ის დეველოპერების აკადემია განაცხადების მიღებას იწყებს
| იტალიაში ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახელობის უნივერსიტეტი და Apple მსოფლიოს — მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების — სტუდენტებს სასწავლებლად იწვევს. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი Apple-ის დეველოპერების აკადემია 2023/2024 იმ სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ და აქტიურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში შებიჯება სურს. ამ გზით ისინი შეძლებენ, ეკონომიკის ამ სულ უფრო მზარდ და განვითარებად დარგში თავიანთ კარიერას ჩაუყარონ საფუძველი. აკადემიის მიზანი მრავალფეროვანი გამოცდილების და ბიოგრაფიის მქონე სტუდენტების მოზიდვა და მათთვის მრავალმხრივი ცოდნის მიწოდებაა. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს მშობლიურ ქვეყანაში მიღებული და ოფიციალური დაწესებულების მიერ გაცემული საშუალო სკოლის დამთავრების აღმნიშვნელი ატესტატი. სტიპენდიებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება. აკადემია შერჩეულ კანდიდატებს ვიზის აღებაშიც დაეხმარება. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 21 აპრილი, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის — 14 აპრილი. დამატებითი ინფორმაცია დახურვის თარიღი:აპრილი 21, 2023
|

23-03-2023
წყარო: Apple-ის დეველოპერების აკადემია
|
22-03-2019 ბიძინა გეგიძე: “სათამაშო ბიზნესზე მსჯელობისას დასალაგებელია რა უფრო პრიორიტეტულია - ადამიანი თუ ეკონომიკა და ქვეყნის ბიუჯეტი“ |
|---|
|
21-03-2019 ცხადდება ერასმუს+ მობილობის კონკურსი |
|
08-11-2022 The Community Engagement Exchange (CEE) Program application is now open! |
|
16-05-2019 მუხური – პროექტი "მოტივაცია მოქმედებისათვის" |