სახელმწიფო 50 000-200 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა
ნავიგატორი
3345


სახელმწიფო 50 000-200 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

მთავრობის მიერ დაანონსებული საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიღებული საბანკო კრედიტის მაქსიმუმ 70%-ის გარანტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემა იქნება.

 

2019 წლის ბიუჯეტში საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის 20 მლნ ლარია გათვალისწინებული.

 

აღნიშნული სქემა "აწარმოე საქართველოში" სააგენტოს ქვეშ ამოქმედდება, რომელიც განახორციელებს სქემის ადმინისტრირებას/ოპერირებას. სქემა დაფუძნებული იქნება პორტფელის გარანტიებზე და სესხის შეფასება განხორციელდება ბანკის მიერ.

 

სააგენტოში განმარტავენ, რომ საწარმოთა გამოკითხვაზე დაფუძნებული არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით - მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, ჯერჯერობით, კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. სწორედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებისთვის იქმნება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი.

 

მათი თქმით, საკრედიტო საგარანტიო სქემა მნიშვნელოვნად შემცირებს არასაკმარისი უზრუნველყოფით გამოწვეული ფინანსებზე წვდომის პრობლემას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და დამატებითი ბიძგს მისცემს ეკონომიკის და დასაქმების ზრდას.

 

"საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში გარანტია გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორიცაა - წარმოება, გადამუშავება, ექსპორტზე ორიენტირებულ საქონელი და მომსახურება( მათ შორის BPO), განათლება და სხვა. საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის რეზიდენტი მეწარმე-სუბიექტი, რომლის ბრუნვა არ აღემატება 20 000 000 (ოც მილიონ) ლარს.

 

აღსანიშნავია რომ, სქემის ფარგლებში გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე, რომელთა მოცულობაც 50 000 ლარიდან 2 000 000 ლარამდე იქნება.

 

საკრედიტო-საგარანტიო სქემის კონცეფცია ამჟამად დამუშავებისა და შეთანხმების პროცესშია ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან, შესაბამისად შეიძლება მისი კორექტირება მოხდეს", - აცხადებენ სააგენტოში.

15-02-2019

წყარო: commersant.ge

19-04-2019

მსოფლიოს უდიდესი ბანკების ხუთეული

12-06-2019

ტრენინგების ციკლი WaSH საკითხების შესახებ

19-03-2019

„ბოინგ 737 მაქსის“ სერტიფიცირება შესაძლოა, დარღვევებით ჩატარდა

20-01-2023

მეორე საერთაშორისო კონფერენცია "ადრეული განათლება და ზრუნვა" 2023 წლის 8 – 9 ივნისს გაიმართება

20-01-2023

მეორე საერთაშორისო კონფერენცია "ადრეული განათლება და ზრუნვა" 2023 წლის 8 – 9 ივნისს გაიმართება

19-04-2019

მსოფლიოს უდიდესი ბანკების ხუთეული

12-06-2019

ტრენინგების ციკლი WaSH საკითხების შესახებ

19-03-2019

„ბოინგ 737 მაქსის“ სერტიფიცირება შესაძლოა, დარღვევებით ჩატარდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ