|
| 2066 |
|---|
ტოკიოში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართება
| 15 მარტს, იაპონიაში, ქ. ტოკიოში, საქართველო-იაპონიის ბიზნებს ფორუმი გაიმართება. ღონისძიება, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, იაპონიაში საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება. ბიზნესფორუმში 20 ქართული კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საინვეტიციო პოტენციალით დაინტერესებული 150-მდე იაპონური კომპანიიის წარმომადგენელი. ბიზნესფორუმს მისასალმებელი სიტყვით გახსნიან საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის საპარლამენტო ვიცე-მინისტრი აკიმასა იშიკავა. ფორუმის მსვლელობისას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას გააცნობს. დღის ბოლოს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თანაორგანიზებით, საქართველოს მთავრობის სახელით, გალა მიღება გაიმართება, რომელზეც 300-მდე იაპონური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია მიწვეული. იაპონიაში ვიზიტის ფაგლებში, ასევე, დადგმილია ორმხრივი შეხვედრები იაპონური კომპანიების: TEPCO, TOSHIBA, Konica Minolta, HITACHI-სა და MItsubish Motors წარმომადგენლებთან. |

13-03-2019
წყარო: bpn
|
01-04-2019 სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019 საქართველოში“-ს მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს |
|---|
|
25-07-2019 საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართვის პლატფორმა ქართველი მეწარმეებისთვის |
|
31-07-2019 გამაგრილებელი ფესტივალი მთაწმინდის პარკში |
|
22-03-2019 ხორხე ფორი- „ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ ერთად - ეს არის გზავნილი საქართველოსთვის არგენტინიდან" |