|
| 1827 |
|---|
ევროკავშირთან ექსპორტი შემცირდა, დსთ-ში გაიზარდა
| ევროკავშირთან ექსპორტი შემცირდა, დსთ - ს სივრცეში გაიზარდა. იანვარ-თებერვალში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 118.2 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 10.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.4 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 304.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (4.5 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 24.6 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 422.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.3 პროცენტით ნაკლებია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-თებერვალში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 25.5 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება დსთ-ს სივრცეს - საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 254.8 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 45.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 50.4 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 372.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (14.4 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 30.2 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 627.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.8 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 16.2 პროცენტი იყო. |

19-03-2019
წყარო: commersant.ge
|
10-10-2022 თიბისი ბიზნესებს გაციფრულებისთვის სპეციალურ საშეღავათო პირობებს სთავაზობს |
|---|
|
15-03-2019 “ქართული ოცნების“ მიერ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით მომზადებული ორი კანონპროექტი, რომლიც განხილვასაც პარლამენტი გაურკვეველი მიზეზით აჭიანურებს |
|
03-05-2019 „თუ ეკონომიკური ზრდაა, სად გარბის მოსახლეობა?! - ის, რომ მშპ იზრდება, ბევრს არაფერს ნიშნავს“ |
|
25-05-2023 თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი 25-28 მაისს გაიმართება |