|
| 1882 |
|---|
„ინტერესის საგანს მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსური დოკუმენტაცია წარმოადგენს“ - ფოთის მერია საგამოძიებო სამსახურის შესვლაზე
| ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ამოღებულია დოკუმენტაციის ნაწილი, რომელთა შესწავლა მიმდინარეობს. „,ფოთის მერიაში სასამართლოს განჩინების საფუძველზე შევედით, ამოღებულია დოკუმენტები გარკვეულ საქმეზე და მიმდინარეობს მათი შესწავლა. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. როგორც კი რამე დადგინდება, შუალედური პასუხი გვექნება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით ახალს ვერაფერს ვიტყვით“, - განუცხადეს ,,ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. ფოთის მერიაში კი აცხადებენ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესებულია მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსური დოკუმენტაციით. „საქმე ეხება 2015-2017 წლებს. აქვე ვაცხადებთ, რომ პროექტის შეუსრულებლობის გამო ფოთის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის იანვარში შეწყვიტა და ამჟამად საქმე სასამართლოშია“, - განაცხადეს მერიაში. |

21-03-2019
წყარო: bpn.ge
|
18-02-2019 საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთავრობას მიმართავს, „შეწყვიტოს „თიბისი ბანკსა“ და მის დამფუძნებლებზე თავდასხმები“ |
|---|
|
12-09-2022 სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 იწყება |
|
17-07-2023 SAUDI AGRICULTURE INTERNATIONAL TRADE EXHIBITION საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 17 ივლისს დაიწყება |
|
22-08-2019 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა |