|
| 3112 |
|---|
„საპარტნიორო ფონდს“ იაპონიის ელჩი ესტუმრა
| იაპონიის ელჩის განცხადებით, საქართველო იდეალური არჩევანია იმ იაპონური კომპანიებისთვის, რომლებსაც ევროპის ბაზრის ათვისება სურთ. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები საერთაშორისო ბაზრებზე კი საქართველოს, ამ მხრივ, საუკეთესო პლატფორმად აქცევს. იაპონიის ელჩი საქართველოში „საპარტნიორო ფონდის“ პროექტებით დაინტერესდა და ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვის მიზნით, ფონდთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ფონდის მენეჯმენტმა, თავის მხრივ, იაპონიის ელჩს ფონდის საქმიანობის, პრიორიტეტებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. იაპონიის ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ იაპონური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, „საპარტნიორო ფონდის“ როლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოტენციური ინვესტორებისთვის უმსხვილეს სახელმწიფო საფინანსო ინსტუტთან თანამშრომლობა რისკების გადაზღვევის თვალსაზრისით, პრიორიტეტულია. „საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს და იაპონელი ინვესტორებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს გასაცნობად ღონისძიებები დაგეგმეს. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე 14-15 მარტს ტოკიოში დაგეგმილ საერთაშოისო ბიზნეს ფორუმში მიიღებს მონაწილეობას და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი ტოკიოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და Japan External Trade Organization (JETRO) -ის ორგანიზებით ტარდება. ბიზნეს ფორუმში მონაწილეობას ქართული ბიზნეს კომპანიები მიიღებენ. |

17-02-2019
წყარო: newposts.ge
|
14-10-2022 როგორ მივიღოთ სესხის უზრუნველყოფა? |
|---|
|
14-03-2019 საქართველოს პრემიერ–მინისტრი ტოკიოში იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებს შეხვდა |
|
04-03-2019 საჯარო რეესტრმა გაეროს მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის სესიაში მიიღო მონაწილეობა |
|
23-02-2019 Brand Finance-მ მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული საბანკო ბრენდი დაასახელა |