|
| 1815 |
|---|
ნათია თურნავა: „„ხელედულა ჰესის" პროექტის საჯარო განხილვა გადაიდო, თუმცა, ვფიქრობ, შემდგომში მეტი კომუნიკაციით აუცილებლად მივაღწევთ შედეგებს"
| „ჩვენ ჩამოვედით ლენტეხში მოსახლეობასთან შესახვედრად, გვინდოდა გვესაუბრა, თუ რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს მათ „ხელედულა ჰესის" მშენებლობამ და დიალოგის რეჟიმში მოგვესმინა თუნდაც მწვავე შენიშვნები, რასაც მაქსიმალურად გავითვალისწინებდით. თუმცა, დავინახეთ, რომ აზრი არის გაყოფილი ორად - არის მოსახლეობის ნაწილი, ვისაც აინტერესებს კომუნიკაციაში შემოსვლა, მოსმენა და კითხვების დასმა ჰესის მშენებლობის საკითხებზე, ასევე არის მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი, რომელსაც საერთოდ არ სურს კომუნიკაცია ამ საკითხზე. ჩვენ მოვერიდეთ დაპირისპირებას, ამის ესკალაციას და გადავწყვიტეთ, რომ გადავდოთ საჯარო განხილვა" - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ ლენტეხში მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა. მინისტრის მოადგილე პრემიერის მრჩეველთან რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბართან ერთად „ხელედულა ჰესის" პროექტის საჯარო განხილვისთვის დღეს ლენტეხში იმყოფებოდა, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.
|

22-03-2019
წყარო: commersant.ge
|
03-06-2019 რა გაძვირდა და გაიაფდა მაისში |
|---|
|
03-07-2019 საქსტატი - ივნისში დეფლაცია დაფიქსირდა, წლიური ინფლაცია კი, 4.3 პროცენტამდე შემცირდა |
|
22-02-2019 გერმანია საქართველოს 10 მილიონით დოლარით დაეხმარება |
|
15-04-2019 ფერმა, რომელიც დედაქალაქს ფრინველის ხორცით ამარაგებს, თევზის ფესტივალი ბათუმში და გიორგი ალადაშვილის ბიოდინამიური მეურნეობა |