Hilton-ი გამოუყენებელ საპონს გადაამუშავებს
ნავიგატორი
1953


Hilton-ი გამოუყენებელ საპონს გადაამუშავებს

Hilton-ი სასტუმროების ქსელის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით, ისინი გამოყენებულ საპონს გადაამუშავებენ. ცნობილია, რომ შედეგად 1 მილიონ ახალ საპონს დაამზადებენ. სასტუმროთა ქსელის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ რაოდენობის საპონს 15 ოქტომბრამდე დაამზადებენ, სწორედ 15 ოქტომბერს აღინიშნება „ხელის დაბანის საერთაშორისო დღე“.

პროექტი ორგანიზაცია Clean the World-ს უკავშირდება. როგორც ცნობილია, სწორედ ეს ორგანიზაცია აწარმოებს საპონს იმ ქვეყნებისთვის, სადაც ის ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელია.

Hilton-ის წარმომადგენლების განცხადებით, „საპონი, რომელიც ახალი ნივთის დასამზადებლად გამოიყენება, ეკოლოგიურად სუფთაა. ქსელის სხვადასხვა სასტუმროში გამოყენებული საპნით ჰიგიენის დაცვის ახალი საშუალება ჩამოისხმება“.

მსგავსი ინიციატივის შესახებ Hilton-ის სასტუმროთა ქსელის წარმომადგენლები გასულ წლებშიც საუბრობდნენ. როგორც ცნობილია, საპნის გარდა, Hilton-ი ახალ ლოსიონებსა და შამპუნის ბოთლებს ამზადებს.

Hilton-ის ამ პროგრამის დახმარებით საზოგადოებრივმა ორგანიზაცია Clean the World-მა ბოლო რამდენიმე წელიწადში 7,6 მილიონი ახალი საპონი დაამზადა.

Hilton-ის ქსელის წარმომადგენლის ბილ დუნკანის განცხადებით, მათი კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, რომელიც საპონს გადაამუშავებს. მათი თქმით, სასტუმროს მომხმარებლები უფრო და უფრო არიან ორიენტირებულნი ყველა ნივთი, რომელიც სასტუმროში დახვდებათ, იყოს ეკოლოგიურად სუფთა და არ აზიანებდეს ბუნებას. სწორედ ამიტომ, მათ გადაწყვიტეს, ქსელში გამოყენებული სხვადასხვა ნივთი გადაამუშაონ და ბუნებას ზიანი არ მიაყენონ.

25-03-2019

წყარო: bpn.ge

15-04-2019

Netflix-ი ჟურნალის გამოსაცემად ემზადება

04-03-2019

„მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმს უნდა გაუთანაბრდეს და თანდათან გაიზარდოს“

17-01-2023

EU4Environment-ის პროგრამა საკომუნიკაციო სფეროში კონტრაქტორს ეძებს — შეიტანეთ განაცხადი 13 თებერვლამდე

29-03-2019

„ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეცმმართველი ისევ რჩება

29-03-2019

„ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეცმმართველი ისევ რჩება

15-04-2019

Netflix-ი ჟურნალის გამოსაცემად ემზადება

04-03-2019

„მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმს უნდა გაუთანაბრდეს და თანდათან გაიზარდოს“

17-01-2023

EU4Environment-ის პროგრამა საკომუნიკაციო სფეროში კონტრაქტორს ეძებს — შეიტანეთ განაცხადი 13 თებერვლამდე


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ