|
| 1683 |
|---|
საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრებს ეძებს - ხელფასი $60,000 დოლარია
| საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს წევრთა შესარჩევად საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსის მეშვეობით 5 TOP - მენეჯერი შეირჩევა, რომლებიც 5 წლის განმავლობაში პასუხისმგებლები იქნებიან სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრაზე.
საბჭოს წევრთა ანაზღაურება წელიწადში 60,000-მდე იქნება. საბჭოს წევრების სამგზავრო ხარჯებსაც ფონდი დაფარავს.
პირობაში დევს, რომ საბჭოს წევრები საქართველოს მინიმუმ წელიწადში ერთხელ უნდა ესტუმრონ და წლის განმავლობაში არანაკლებ 72 საათი იმუშაონ.
სწორედ ამ პირებმა უნდა შეუმუშავონ საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა და განახორციელებს საინვესტიციო საქმიანობას საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისად.
საპენსიო ფონდში ამ ეტაპზე 100 მილიონზე მეტია მობილიზებული. თანხა ამჟამად სებ-ის და კომერციული ბანკების ანგარიშზე დევს.
საინვესტიციო საბჭოს წევრთა შესარჩევად საერთაშორისო კონკურზე განაცხადების მიღება 6 აპრილს სრულდება. |

25-03-2019
წყარო: commersant.ge
|
28-02-2019 მერიამ 2018 წელს საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების 57% ექსპლუატაციაში არ მიიღო - რა ტიპის შენობები დაიწუნა თბილისის მთავრობამ |
|---|
|
24-05-2019 25-26 მაისს რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება |
|
25-03-2019 ევროკავშირის მხარდაჭერით თბილისში სოფლის განვითარების მე-4 კონფერენცია გაიმართება |
|
28-02-2019 ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფერმერებისთვის უცხოელი აგრონომების მასტერკლასი გაიმართა |