„როდესაც მოსახლეობას უჭირს და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება, კრიმინალიც იზრდება“
ნავიგატორი
1567


„როდესაც მოსახლეობას უჭირს და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება, კრიმინალიც იზრდება“

კრიმინალის ზრდის მაჩვენებლებს გაჭირვებასა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებს პროფესორი ლადო პაპავა.

როგორც მან „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, „როდესაც მოსახლეობას უჭირს და ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება, კრიმინალიც იზრდება“.

„ის, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, სიღარიბე მაღალ დონეზეა და მოსახლეობას უჭირს, ცნობილია და გიორგი კვირიკაშვილიც ოფიციალურად სწორედ მაგას შეეწირა. როდესაც მოსახლეობას უჭირს და ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება, კრიმინალიც მატულობს. ჩვენ მხოლოდ პრობლემის მწვერვალს ვხედავთ, რაც კრიმინალის ზრდაში გამოიხატა, მაგრამ თუ ფესვებს - მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას არ მივხედავთ, მარტო პოლიციური ქმედებების განხორციელება და მიდგომა - „ყველა ციხეში“, დაღუპავს ქვეყანას,“-აღნიშნა პაპავამ.

მისივე თქმით, როდესაც სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, ხშირია ისეთი დარღვევები რომელიც წვრილმან ქურდობასთან, დაყაჩაღებასთნ არის დაკავშირებული, როცა 100-200 ლარის გამო ხდება დაყაჩაღება, ან მოზარდები გატეხავენ მაღაზიას, ეს ყველაფერი კი ლადო პაპავას შეფასებით, მხოლოდ გაჭირვების შედეგია.

„იანვრიდან ამოქმედდა საბანკო რეგულაციები, რომლითაც შეიზღუდა კრედიტების გაცემა, რაც სწორი იყო, თუმცა, მაშინ როცა ხალხი კრედიტებით ცხოვრობდა, საჭირო იყო ამ შეზღუდვებს მთავრობის მხრიდან ადეკვატური პროგრამებიც მოყოლოდა, რომელიც ინკლუზიურ ზრდაზე იქნებოდა ორიენტირებული. ამაზე დიდი ხანია საუბრობს ხელისუფლება, მაგრამ რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა არ არის, თუ მხოლოდ მათ მოვთხოვთ პრობლემის გადაწყვეტას, პოლიციური სახელმწიფოს მშენებლობისკენ ვუბიძგებთ, რაც არ გვინდა,“-აღნიშნავს პაპავა.

ცნობისთვის, 2019 წლის იანვრის მონაცემებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30.93%-ით არის გაზრდილი.

26-03-2019

წყარო: bpn.ge

09-02-2023

თბილისის მერიის სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

18-02-2019

საფრანგეთის მთავრობის სამაგისტრო სტიპენდიები 2019/2020

12-03-2019

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის 620 მილიონი დოლარის მობილიზება უკვე მოხდა

18-10-2019

4 მეტრიანი ხაჭაპური, 3 მეტრიანი გებჟალია - ხვალ რუხში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გაიმართება

18-10-2019

4 მეტრიანი ხაჭაპური, 3 მეტრიანი გებჟალია - ხვალ რუხში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გაიმართება

09-02-2023

თბილისის მერიის სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

18-02-2019

საფრანგეთის მთავრობის სამაგისტრო სტიპენდიები 2019/2020

12-03-2019

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის 620 მილიონი დოლარის მობილიზება უკვე მოხდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ