|
| 3059 |
|---|
მე-12 კლასელებისთვის სკოლებში თავისუფალი დასწრება უქმდება
| მე-12 კლასელები სკოლაში თავისუფალი დასწრების გამოცხადებას ელიან. თავისუფალი დასწრება ნიშნავს მე-12 კლასელის სურვილისამებრ გამოცხადებას სკოლაში. როგორც წესი თავისუფალი დასწრება აპრილის თვეში ცხადდებოდა. თუმცა, როგორც საგანმანათლებლო პორტალებისთვის გახდა ცნობილი, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის დღემდე არსებული თავისუფალი დასწრების რეჟიმი, შესაძლოა გაუქმდეს. აღნიშნულზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მსჯელობენ და გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი. გაუქმებაზე საუბარი იმ ფაქტმა განაპირობა, რომ სასკოლო გამოცდები გაუქმდა, მოსწავლეებს აღარ აქვთ მაისის თვეში საატესტატო გამოცდები ჩასაბარებელი და მომზადებაც აღარ სჭირდებათ, შესაბამისად, თავისუფალი დასწრების რეჟიმი აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. თავისუფალი დასწრება მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გასულ წლებში აპრილის თვეში, 24 რიცხვიდან იწყებოდა და სწორედ ამ დროიდან სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეებს არები არ ეწერებოდათ. როგორ გადაწვეტილებას მიიღებს სამინისტრო წელს, ამას უახლოეს პერიოდში გავიგებთ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი 2019 წელს 20 მაისს სრულდება. |

01-04-2019
წყარო: intermedia.ge
|
30-05-2019 თურნავა: ჩვენს საინვესტიციო პოლიტიკაში მეტი რეგიონული აქცენტი უნდა შემოვიტანოთ |
|---|
|
03-06-2019 რა გაძვირდა და გაიაფდა მაისში |
|
04-05-2019 საქართველოს ბანკმა CSR-ის ფარგლებში შექმნილი განათლების პლატფორმისთვის „CSR ჯილდო 2019“ მიიღო |
|
17-07-2019 საინფორმაციო შეხვედრა Ict ტენდერის ფარგლებში |