„საპარტნიორო ფონდს“ ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის დელეგაცია ეწვია
ნავიგატორი
1578


„საპარტნიორო ფონდს“ ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის დელეგაცია ეწვია

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ფონდში ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის დელეგაცია მიიღო.

ბასკეთის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო გარემოს ეცნობიან.

 

ოფიციალურ დელეგაციას ბასკეთის მთავრობის საგარეო ურთიერთობათა გენერალური მდივანი ანჯელა ელორზა ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ბასკეთის ვაჭრობისა და ინვესტიციების კომპანიის, ასევე, კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ბასკეთის ბიზნეს ანალიტიკოსები შედიან. ფონდში გამართულ შეხვედრას ესპანეთის სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე დაესწრო.

 

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის დელეგაციას ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და საქართველოს საინვესტიციო უპირატესობები გააცნო. დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველო ინვესტორებისთვის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ბაზრებთან არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების გამო განსაკუთრებით საინტერესოა. ფონდის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი რეგიონული ჰაბის მნიშვნელობას. დავით საგანელიძემ ბასკეთის დელეგაციას ფონდის მიმდინარე და განხორციელებული პროექტები გააცნო.

 

ფონდში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის დელეგაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდა და საქართველოს ბიზნეს კლიმატისა და საინვესტიციო პოტენციალის გასაცნობად ბასკეთის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის მომზადებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და საქართველოს იმ ბიზნეს სექტორების შესახებ იმსჯელეს, რომლებითაც, შესაძლოა, ბასკი ინვესტორები დაინტერესდნენ.

03-04-2019

წყარო: pia.ge

14-03-2019

საქართველოსა და ტაჯიკეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

23-03-2023

Call for Proposals: Exchanging Notes

22-02-2019

თიბისის მობაილბანკს ინოვაციური ფუნქცია – ხმოვანი ასისტენტი – დაემატა

06-06-2019

განაცხადების მიღება – შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2019

06-06-2019

განაცხადების მიღება – შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2019

14-03-2019

საქართველოსა და ტაჯიკეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

23-03-2023

Call for Proposals: Exchanging Notes

22-02-2019

თიბისის მობაილბანკს ინოვაციური ფუნქცია – ხმოვანი ასისტენტი – დაემატა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ