|
| 2560 |
|---|
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს
| მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს. მათ ამის შესახებ ბანკის აქციონერებს ოფიციალურად აცნობეს. ბანკის დამფუძნებელმა აქციონერებმა საბჭოს დატოვებაზე ოფიციალური განაცხადი 2 აპრილს წარადგინეს. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების მიუხედავად, ხაზარაძე და ჯაფარიძე საკუთარ პოსტებს შეინარჩუნებენ „თიბისი ბანკის” მფლობელ კომპანია TBC Bank Group PLC -ში. საბანკო ჰოლდინგის ცნობით, „თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოში ორი ახალი წევრის შერჩევა უკვე მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, „თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოდან დამფუძნებელი აქციონერების გაწვევა ეროვნულმა ბანკმა მოითხოვა და ბანკის აქციონერებს ვადა 13 აპრილამდე მისცა. |

03-04-2019
წყარო: kvira.ge
|
13-05-2019 სამეწარმეო ბაზრობა რუსთაველზე |
|---|
|
29-03-2019 ეროვნული ბანკი "გლობალური ფულის კვირეულის" აღნიშვნას განაგრძობს |
|
29-05-2019 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამის პრეზენტაცია |
|
24-04-2023 Announcement of Japanese-Language Program for Overseas Students (Outstanding Students) 2023 between Septermber 6 and Septermber 20 in Osaka. |