|
| 1717 |
|---|
ახალი ინიციატივა – სახელმწიფო ბიუჯეტის 25% ყოველწლიურად განათლებას მოხმარდება
| პრემიერ-მინისტრი დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა განათლება და დაგეგმილი რეფორმები იყო. მამუკა ბახტაძემ ხვალინდელი მთავრობის სხდომის მთავარი თემა დააანონსა და თქვა, რომ სამომავლოდ საერთო ბიუჯეტის მეოთხედი ყოველწლიურად განათლების სფეროს მოხმარდება და ეს სიახლე კანონში ჩაიწერება. „ხვალ არის მთავრობის სხდომა, სადაც გამოდის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელზეც ძალიან დიდი ხანია ვმუშაობ. ჩვენ ეს ინიციატივა დავაანონსეთ რამდენიმე კვირის წინ, რომლის მიხედვითაც გვექნება ახალი კანონი და ამ კანონის მთავარი არსი გახლავთ ის, რომ ჩვენი ეკონომიკის 6%, რომელიც არის ჩვენი ბიუჯეტის 25%, ყოველთვის დაიხარჯება განათლებაზე და ახალგაზრდობაზე,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. |

04-04-2019
წყარო: news.ge
|
03-03-2019 სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდა |
|---|
|
15-04-2019 თიბისის და Tbilisi Hills Golf & Residences-ს თანამშრომლობა გაფორმდა |
|
14-10-2022 როგორ მივიღოთ სესხის უზრუნველყოფა? |
|
31-05-2019 მარკ ცუკერბერგი Facebook-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან ისევ ვერ გადააყენეს |