Boeing-მა პროდუქციის წარმოება შეამცირა
ნავიგატორი
1917

Boeing-მა პროდუქციის წარმოება შეამცირა

ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი 737 ტიპის თვითმფრინავის წარმოება Boeing-მა დროებით მას შემდეგ შეამცირა, რაც ამ ტიპის თვითმფრინავით შესრულებულ ავიარეისს ეთიოპიასა და ინდონეზიაში ავიაკატასტროფა მოჰყვა. ამის შესახებ BBC წერს.

Boeing-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის პროდუქციის წარმოება 52 თვითმფრინავიდან თვეში 42 ერთეულამდე შემცირდება. 

ლაპარაკია Boeing 737 Max-ის ტიპის ავიახომალდზე. ამ ტიპის თვითმფრინავით შესრულებულ ავიარეისს 10 მარტს ეთიოპიაში ავიაკატასტროფა მოჰყვა. თვითმფრინავში 157 მგზავრი იყო. ავიაკატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა.

ეთიოპიაში ავიაკატასტროფიდან მალევე Boeing 737 Max-ისთვის საჰაერო სივრცე დახურა უამრავმა ქვეყანამ, მათ შორის ჩამონათვალშია საქართველოც.

08-04-2019

წყარო: imedinews.ge

03-06-2019

აშშ-ის საელჩო: “ანაკლიის პორტი საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”

12-09-2022

სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 იწყება

17-07-2023

ევროკომისია დოქტორანტების მოსამზადებლად 434.8 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე კონკურსს აცხადებს

01-03-2023

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ