საქართველოში მსხვილი კომპანიები მაისიდან ელექტროენერგიას თავისუფალ ბაზარზე იყიდიან
ნავიგატორი
1709


საქართველოში მსხვილი კომპანიები მაისიდან ელექტროენერგიას თავისუფალ ბაზარზე იყიდიან

პირველი მაისიდან მსხვილ კომპანიებს ელექტროენერგიის შეძენა თავისუფალ ბაზარზე მოუწევთ.

უკვე განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საწარმო ვალდებულია, პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტრირდეს - წერს 1Tv.ge

ვალდებულება შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც თვეში მინიმუმ 5 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგიას მოიხმარენ და ამ ელექტროენერგიას ან მის ნაწილს იღებენ 35-110 კილოვოლტის ძაბვის ან 6-10 კილოვოლტის ძაბვის მდებარე მიწოდების წერტილებიდან.

თვის საშუალო მოცულობა გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის ჯამური ოდენობის გაყოფით იმ თვეების რაოდენობაზე, როდესაც განხორციელდა მოხმარება.

პირველი მაისიდან, ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლებს პირდაპირი კავშირის დამყარება მოუწევთ ელექტროენერგიის მწარმოებლებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სადისტრიბუციო კომპანიებისგან, ანუ „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“, ელექტროენერგიას აღარ შეიძენენ.

ბაზრის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თავისუფალ ბაზარზე თავდაპირველად ძალიან რთული იქნება იაფიანი წყაროს მოპოვება, რაც შესაძლოა, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაში აისახოს.

ამჟამად, ესკო-ს ბაზაში ექვსი პირდაპირი მომხმარებელია დარეგისტრირებული: „ენერგო-პრო ჯორჯია“, „ჯორჯიან მანგანეზი“, „ბი ეფ დი სი ჯორჯია“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „ჯეო სერვერსი“ და „ქუთაისი ინვესტმენტსი“.

ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება იხილეთ ბმულზე.

08-04-2019

წყარო: imedinews.ge

23-03-2023

სამინისტრო ესეების კონკურსს ატარებს

03-04-2019

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება

25-10-2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მესაქონლეობის ექსპო 2022 გაიმართება

30-01-2023

კონკურსი ჟურნალისტებისთვის ახალგაზრდობის თემაზე

30-01-2023

კონკურსი ჟურნალისტებისთვის ახალგაზრდობის თემაზე

23-03-2023

სამინისტრო ესეების კონკურსს ატარებს

03-04-2019

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება

25-10-2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მესაქონლეობის ექსპო 2022 გაიმართება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ