ნავთობის ფასმა ხუთი თვის მაქსიმუმი განაახლა
ნავიგატორი
788


ნავთობის ფასმა ხუთი თვის მაქსიმუმი განაახლა

ნავთობის ფასმა, ნოემბრის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ამის მიზეზი კი გახდა ლიბიაში არსებული რთული ვითარება, OPEC-ის მიერ ბაზარზე მიწოდების შეზღუდვა და აშშ-ის მიერ ირანისა და ვენესუელას წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება. ნავთობის ფასის ზრდას ასევე უზრუნველყოფს აშშ-ის შრომის ბაზრის დადებითი სტატისტიკა.

საერთაშორისო ბაზარზე ყველაზე ძვირი, ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის ფასმა 70.66 დოლარს მიაღწია, რაც წინ სავაჭრო კვირის დახურვის ფასზე 0.5 პროცენტით მეტია. აშშ-ის დასავლეთ ტექსასური საშუალო (WTI) კი 30 ცენტით, 63.38 დოლარამდე გაძვირდა. ორივე მარკის ფასმა ორშაბათის სავაჭრო სესიის დასაწყისში, ნოემბრის შემდგომი მაქსიმალური მაჩვენებლები განაახლა (შესაბამისად, 70.83 და 63.53 დოლარი).

ცნობისათვის, OPEC-ის გადაწყვეტილებით, ახალი წლის შემდეგ, ბაზარზე ყოველდღიური მიწოდება 1.2 მილიონი ბარელით არის შემცირებული. ფასების ზრდას აკავებს აშშ-ში მოპოვების ზრდა. ნავთობის ბოლო გაძვირება კი ლიბიაში საომარ მოქმედებათა განახლებამ გამოიწვია, რომელიც ქვეყნიდან ექსპორტს ხიფათს უქმნის.

მაგრამ ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც წლის მეორე ნახევარში, ნავთობის გაიაფებაა მოსალოდნელი. მათგან მთავარი ისაა, რომ რუსეთს, რომელიც OPEC-ის წევრი არაა, მიწოდების დიდი ხნით შეზღუდვა არ აწყობს და შესაძლოა, მალე ნავთობის ექსპორტი მკვეთრად გაზარდოს.

შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ნავთობის დღიური მოპოვება მარტში 12.2 მილიონ ბარელამდე გაზარდა, რაც გლობალური მასშტაბით, რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის, რუსეთმა თავის ისტორიაში მოპოვების რეკორდულ მოცულობას - 11.16 მილიონ ბარელს, შარშან მიაღწია. აშშ-მა მოპოვებასთან ერთად, ნავთობის ექსპორტიც რეკორდულად გაზარდა - მისმა დღიურმა ექსპორტმა 3 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც ფასის ზრდის ძლიერი შემაკავებელი ფაქტორია. ნავთობის ფასის განმსაზღვრელი ძლიერი ფაქტორია გლობალური ეკონომიკის მდგომარეობა და ამჟამად ეს ფაქტორიც ზრდას ზღუდავს.

10-04-2019

წყარო: bpn.ge

15-02-2019

მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით ისარგებლებს, სესხის მომსახურების პროცენტთან ერთად ყოველთვიურად, 2%-იანი საკომისიოს გადახდა მოუწევს

01-05-2019

iPhone-ის გაყიდვები რეკორდული ტემპით დაეცა

10-05-2019

ISET გახდა Future Agro Challenge Georgia-ს პარტნიორი

27-02-2019

ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მცირე ბიზნესისთვის - დღგ-ს ზღვარის გადახედვას ბიზნესი „კომერსანტთან“ აფასებს

27-02-2019

ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მცირე ბიზნესისთვის - დღგ-ს ზღვარის გადახედვას ბიზნესი „კომერსანტთან“ აფასებს

15-02-2019

მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით ისარგებლებს, სესხის მომსახურების პროცენტთან ერთად ყოველთვიურად, 2%-იანი საკომისიოს გადახდა მოუწევს

01-05-2019

iPhone-ის გაყიდვები რეკორდული ტემპით დაეცა

10-05-2019

ISET გახდა Future Agro Challenge Georgia-ს პარტნიორი


სიახლეების გამოწერა




















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ