|
| 2052 |
|---|
„სოსიეტე ჟენერალი“ 1 600 თანამშრომელს ათავისუფლებს
| საფრანგეთის სიდიდით მესამე ბანკი „სოსიეტე ჟენერალი“ 1 600 თანამშრომელს სამსახურიდან უშვებს. შემცირება მოხდება განსაკუთრებით კორპორაციებისა და ინვესტიციების განყოფილებებში. „სოსიეტე ჯენერალმა“ 500 მილიონი ევროთი დანახარჯების შემცირების შესახებ ჯერ კიდევ თებერვალში გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა კომპანიის მეოთხე კვარტლის ფინანსურ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კომპანიას მნიშვნელოვნად შეუმცირდა როგორც შემოსავლები, ასევე მოგება. ბანკის შემოსავალი საპროგნოზო მაჩვენებელს ბევრად ჩამორჩა. ბანკი 750 სამუშაო ადგილს საფრანგეთში შეამცირებს, დანარჩენს კი უცხოეთის ფილიალებში, განსაკუთრებით ნიუ-იორკსა და ლონდონში. |

10-04-2019
წყარო: bpn.ge
|
03-03-2019 გლობალური ეკონომიკის გაუარესება ნავთობის ფასის ზრდას ზღუდავს |
|---|
|
30-04-2019 კონკურსი საუკეთესო კვლვეითი პროექტისთვის |
|
15-04-2019 "უჩინარი" ბარათების საიდუმლო - „ამ ბარათების გამოცემის მიზანია, კომერციულ ბანკებს დაუმალონ ბრუნვა" |
|
18-03-2019 დავით სერგეენკო - საქართველოში კლინიკების რაოდენობით უკვე საშუალოევროპულ დონეზე ვართ |