იანვარში „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის 95.9% აფხაზეთმა მოიხმარა
ნავიგატორი
2783

იანვარში „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის 95.9% აფხაზეთმა მოიხმარა

გასულ თვეში „ენგურჰესმა“ და „ვარდნილჰესმა“ ჯამში, 265.056 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. აქედან შპს „ენგურჰესმა“ - 216.870 მლნ კვტ/სთ; ხოლო „ვარდნილჰესმა“ - 4 მლნ კვტ/სთ

აფხაზეთისთვის მიწოდებულმა ელექტროენერგიამ კი საანგარიშო პერიოდში 254.333 მლნ კვტ/სთ შეადგინა.

როგორც „რეზონანსი“ წერს, 5 მარტისთვის, შესაძლოა, ენგურჰესმა წყალსაცავზე წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო მუშაობა შეაჩეროს. ენგურჰესის შესაძლო გაჩერებაზე განცხადებით გამოვიდა ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია. მისი თქმით, თუ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის მხრივ გარკვეული ზომები არ გატარდა, 5 მარტისთვის ენგურჰესის წყალსაცავში წყალი აღარ იქნება და აფხაზეთი დენს ვერ მიიღებს.

როგორც ცნობილია, საქართველო ოკუპირებულ აფხაზეთს დენს უფასოდ აწვდის. გაზრდილი მოხმარების ხარჯზე კი ზამთარში ენგურჰესისა დ ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია თითქმის მთლიანად აფხაზეთს ხმარდება. ამის გამო გასულ წლებში აფხაზეთს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა. კერძოდ, მოსახლეობას დღის განმავლობაში - 2 საათით, ხოლო ღამით 2-3 საათით ეთიშებოდა დენი.

ცნობისთვის, ესკო-ს მონაცემებით, 2019 წლის იანვარში ჯამში, გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 1 011.039 მლნ კვტ/სთ შეადგინა.

18-02-2019

წყარო: bpn

10-04-2023

ცვლილება აგროდაზღვევის პროგრამაში

29-10-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „აკვაკულტურის შესახებ“ ახლი კანონპროექტი წარადგინა

25-07-2019

სოციალური მედიის მართვა - Live დემო ლექცია

25-06-2019

საქართველოს ბანკმა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით კონფერენცია - “ინვესტორთა დღე” გამართა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ