ჩინეთში ბიტკოინების მაინინგის აკრძალვას გეგმავენ
ნავიგატორი
2051


ჩინეთში ბიტკოინების მაინინგის აკრძალვას გეგმავენ

ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების სახელმწიფო კომიტეტმა ქვეყანაში ბიტკოინების წარმოების აკრძალვა გადაწყვიტა. ამის შესახებ ნათქვამია იმ სფეროების ჩამონათვალის პროექტში, რომელთა მხარდაჭერას, შეზღუდვას ან აკრძალვასაც უწყება გეგმავს.

Reuters-ის ინფორმაციით, ბიტკოინების მაინინგი შედის წარმოების 450 სახეობაში, რომელთა შეზღუდვა, შემდეგ კი აკრძალვა არის გადაწყვეტილი. 

7 მაისამდე პროექტი საზოგადოებრივი განხილვის სტადიაზე იქნება. თუ დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში ბიტკოინების მაინინგიც იქნება, სიის გამოქვეყნებისთანავე დოკუმენტი ძალაში შევა.

კრიპტოვალუტების ბაზრის შეზღუდვა ჩინეთში 2017 წელს დაიწყო, როდესაც ხელისუფლებამ კრიპტოვალუტის გაცვლითი ოპერაციები აკრძალა. 2018 წელს ინტერნეტით გავრცელდა ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც ჩინეთში ბიტკოინების მაინინგის აკრძალვის აუცილებლობაზეა საუბარი და მიზეზად ელექტროენერგიის დიდი ხარჯები და სპეკულაციის საფრთხე სახელდება.

ამასთან, ბიტკოინების და სხვა კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის საჭირო მოწყობილობების წარმოების მხრივ ჩინური ბაზარი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

2 აპრილს ბიტკოინის ღირებულებამ 20%-ით მოიმატა და 5 000 დოლარს გადააჭარბა. სავარაუდოდ, კურსის ასეთი მკვეთრი ცვლილება რამდენიმე მსხვილმა გარიგებამ გამოიწვია. ამჟამად 1 ბიტკოინის ფასი დაახლოებით 5,2 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს.

10-04-2019

წყარო: imedinews.ge

15-04-2019

მარტში ექსპორტი 12.3%-ით გაიზარდა, იმპორტი 4.7%-ით შემცირდა

08-04-2019

Netflix-ი ფასებს ზრდის

29-09-2022

ComCom-მა კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ სტუდენტებისთვის გამოაცხადა

04-03-2019

საქართველოს საფრანგეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი ეწვევა

04-03-2019

საქართველოს საფრანგეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი ეწვევა

15-04-2019

მარტში ექსპორტი 12.3%-ით გაიზარდა, იმპორტი 4.7%-ით შემცირდა

08-04-2019

Netflix-ი ფასებს ზრდის

29-09-2022

ComCom-მა კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ სტუდენტებისთვის გამოაცხადა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ