საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა
ნავიგატორი
1877

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით 2019 წლის ორ თვეში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 67,5 მილიონი დოლარი შეადგინა. 2018 წლის ორი თვის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მოცულობა 71,6 მილონი დოლარი იყო. გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით, ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 5,7 % -ით შემცირდა.  

რაც შეეხება ექსპორტის მონაცემებს, 2019 წელს საქართველოდან  56,1 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა. 2018 წლის ორ თვეში ეს მაჩვენებელი 38 მილიონი დოლარი იყო. ზრდამ დაახლოებით 47% შეადგინა. 

საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე წლის ორი თვეში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა, ხოლო ექსპორტი გაიზარდა. 

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 739.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.6 პროცენტით აღემატება. აქედან ექსპორტი 505 მლნ აშშ დოლარს (13.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 234.8 მლნ აშშ დოლარს (0.1 პროცენტით მეტი) შეადგენს.

10-04-2019

წყარო: imedinews.ge

16-05-2019

საქართველოში ტურისტული ატრაქცია „სადილი ცაში“ გაიხსნა

26-01-2023

კონკურსი ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

13-06-2019

ცქიტიშვილი: სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ანაკლიის პორტის თემაზე აქცენტი არ ნიშნავს, რომ აქ პრობლემა უნდა ვეძებოთ

07-11-2022

Call for Concept Notes for Georgian Civil Society Organisations

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ