|
| 1710 |
|---|
„ნენსკრა ჰიდროს“ ზემო სვანეთში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გადაეცა
| საქართველოს მთავრობის 8 აპრილის განკარგულებით, „ნენკსრაჰესის“ ინვესტორ კომპანია „ნენსკრაჰიდროს“ ზემო სვანეთში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გადაეცა. მიწების ძირითადი ნაწილი (221 ათასი კვადრატული მეტრი) კომპანიას 55 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადაეცა. საუბარია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში მდებარე მიწებზე. კომპანიას ასევე გადაეცა სოფელ ჭუბერსა და სოფელ ხაიშის მიმდებარედ 310 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით. კომპანია ქონებაში სიმბოლურ ფასს – ერთ დოლარს გადაიხდის, სარგებლობაში გადაცემის პირობა კი 2015 წლის ხელშეკრულების შესაბამისად „ნენსკრა ჰესის“ აშენება და ექსპლუატაციაში მიღებაა. მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა. შეგახსენებთ, რომ 280-მეგავატიანი „ნენსკრა ჰესი“ ზემო სვანეთში შენდება. მისი საინვესტიციო ღირებულება მილიარდ დოლარს აჭარბებს. |

11-04-2019
წყარო: 1tv.ge
|
28-02-2019 წინასწარი შეფასებით, იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 3.5 პროცენტი შეადგინა |
|---|
|
30-05-2019 გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) გიწვევთ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე მონაწილეობის მისაღებად |
|
17-07-2023 ევროკომისია დოქტორანტების მოსამზადებლად 434.8 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე კონკურსს აცხადებს |
|
22-07-2019 ზუგდიდში ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი მეწარმე ქალები დარგის ექსპერტებს ხვდებიან |