აუდიტი მიიჩნევს, რომ სეს-ს ფაროსანის შემოჭრის საფრთხე 2016 წლამდე უნდა აღმოეჩინა
ნავიგატორი
1759

აუდიტი მიიჩნევს, რომ სეს-ს ფაროსანის შემოჭრის საფრთხე 2016 წლამდე უნდა აღმოეჩინა

ახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 2016-2018 წლებში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა შეისწავლა. უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგის სისტემის საშუალებით, 2016 წლამდე უნდა აღმოეჩინა ფაროსანას შემოჭრისა და გავრცელების საფრთხე, თუმცა არსებული მონიტორინგის მექანიზმები არ აღმოჩნდა ქმედითი, რომ დროულად გამოვლენილიყო მავნებელთან დაკავშირებული საფრთხეები.

ეკონომიკური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, თორნიკე შერმადინის განცხადებით, აზიური ფაროსანას საქართველოში შემოჭრის გზები ცნობილი არ არის, თუმცა მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მავნებელი მწერი 2014 წელს სოჭში გავრცელდა და 2015 წელს აფხაზეთში გადაინაცვლა.

თორნიკე შერმადინის თქმით, მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად 2016 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დაგვიანებული აღმოჩნდა აზიური ფაროსანას მასობრივი გავრცელების დროული პრევენციისთვის.

"დროული რეაგირების შემთხვევაში კი სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნებოდა, უფრო ადრე დაეწყო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის წინასწარი მომზადება", - აცხადებს თორნიკე შერმადინი.

2019 წელს სახელმწიფო აზიური ფაროსანას გასანადგურებლად და სხვა სოკოვან დაავადებებთან საბრძოლველად 45 მილიონ ლარს დახარჯავს.

11-04-2019

წყარო: imedinews.ge

11-04-2019

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

18-03-2019

დღეს, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს, 2019 წლის პირველი სხდომა გაიმართა.

06-03-2019

“ქალები ბიზნესში”: ქართულმა კომპანიამ მოგება 7.5%-ით გაზარდა

02-06-2021

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მოქმედების არეალი ფართოვდება

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ