ევროკავშირი საქართველოში 3 ახალი გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელებას იწყებს
ნავიგატორი
1851


ევროკავშირი საქართველოში 3 ახალი გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელებას იწყებს

ამ დღეებში ევროკავშირი საქართველოში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორში სამ ახალ პროექტს იწყებს. ისინი საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მრავალრიცხოვან ქმედებებს ემატება და ყურადღებას წყალმომარაგების და სანიტარიული სისტემების რეაბილიტაციაზე, თანამედროვე ნაგავსაყრელების მშენებლობაზე, სამრეწველო დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაზე, ტყეების დაცვაზე, გაუმჯობესებული გარემოს საშუალებით ჯანდაცვასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს.

სამი გარემოსდაცვითი პროექტის დაწყება გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირის მეწინავე როლის დადამადასტურებელია. ეს ახალი ინიციატივები დაეხმარება საქართველოს შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორებში და ხელს შეუწყობს გარემოსა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის უკეთესად დაცვას.

საქართველოს გარემოს დაცვა

პირველი ახალი პროექტი სახელწოდებით "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი დებულებების განხორციელების ხელშეწყობა"საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების განახორციელებაში დაეხმარება და საქართველოს ბუნების დაცვას, დაბინძურების შემცირებას და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.
განმახორციელებელი პარტნიორი: კონსორციუმი TRANSTEC- ის ხელმძღვანელობით.

ლიმატის ცვლილება

მეორე პროექტია "ევროკავშირი კლიმატისთვის" (EU4Climate), რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განხორციელდება. ეს ახალი პროექტი საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს კლიმატის ცვლილების დასაძლევად აერთიანებს. ეს ახალი პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს შეამციროს  სათბურის გაზის ემისიები და შეასრულოს პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები. იგი დაეხმარება კლიმატის ცვლილების შემცირებას და გარემოსა და ხალხის ცხოვრებაზე მის უარყოფით ზემოქმედებას შეზღუდავს.
განმახორციელებელი პარტნიორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

გარემოსდაცვითი კეთილდღეობა

მესამე ახალი პროექტია "ევროკავშირი გარემოსთვის" (EU4Environment), რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ განხორციელდება. ეს ახალი პროექტი აერთიანებს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს და ხელს შეუწყობს ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნებას და გარემოსდაცვითი კეთილდღეობის გაზრდას გარემოსდაცვით საქმიანობაში დახმარების, მწვანე ზრდის შესაძლებლობების გახსნისა და გარემოსდაცვითი რისკების და ზემოქმედების უკეთ მართვის მექანიზმების შექმნის გზით.
განმახორციელებელი პარტნიორი: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD).

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

  • თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

24-04-2019

წყარო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

24-04-2019

ზუგდუდში, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის თემაზე საჯარო დებატი ჩატარდა

30-05-2019

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ოფშორები დასახელდა

29-03-2019

ევროკავშირი 2022 წლიდან ახალ ავტომობილებში „შავი ყუთის“ ვალდებულებას შემოიტანს

25-06-2019

იციკ მოშე: წელს, ისრაელიდან 200 ათას ტურისტამდე ჩამოვა, ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში

25-06-2019

იციკ მოშე: წელს, ისრაელიდან 200 ათას ტურისტამდე ჩამოვა, ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში

24-04-2019

ზუგდუდში, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის თემაზე საჯარო დებატი ჩატარდა

30-05-2019

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ოფშორები დასახელდა

29-03-2019

ევროკავშირი 2022 წლიდან ახალ ავტომობილებში „შავი ყუთის“ ვალდებულებას შემოიტანს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ