საქართველოში რძის და ხორცის წარმოება გაიზარდა, კვერცხის კი შემცირდა
ნავიგატორი
2451

საქართველოში რძის და ხორცის წარმოება გაიზარდა, კვერცხის კი შემცირდა

საქართველოში რძის და ხორცის წარმოება გაიზარდა, კვერცხის კი შემცირდა. ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის IV კვარტალში წარმოებულია 87.0 მლნ ლიტრი რძე, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.6 პროცენტით აღემატება (83.2 მლნ ლიტრი). ამასთან, 2018 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 532.0 მლნ ლიტრით განისაზღვრა, რაც 0.7 პროცენტით აღემატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს (528.4 მლნ ლიტრი).

2018 წლის IV კვარტალში წარმოებულია 22.9 ათასი ტონა ხორცი, რაც 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 9.6 პროცენტით აღემატება. 2018 წელს ხორცის წლიური წარმოების მოცულობა 67.0 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 1.2 პროცენტით აღემატება.

2018 წლის IV კვარტალში წარმოებულია 146.7 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინაწლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.9 პროცენტით ჩამორჩება.

20-02-2019

წყარო: bpn

05-03-2019

საქართველოსა და საფრანგეთის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

13-06-2019

Ford-ი აშშ-ს ბაზრიდან მაღალი გამავლობის 1,2 მილიონ ავტომობილს გაიწვევს

15-04-2019

მწვანე გამოფენა გაყიდვა "პრო ექსპო"

15-02-2019

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, Berlinale, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი იქნება წარმოდგენილი

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ