ბიზნესის გაძლიერება საქართველოს რეგიონებში
ნავიგატორი
1937


ბიზნესის გაძლიერება საქართველოს რეგიონებში

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საააგენტოს მიერ გრძელდება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე მეწარმეების რეგისტრაცია ტრენინგზე: „ელექტრონული წიგნიერება“.

პროექტის ფარგლებში შერჩეულ ბენეფიციარებს ეძლევათ შესაძლებლობა დაესწრონ 3 სატრენინგო მოდულს:

►ელექტრონული ბიზნესი (ციფრული მარკეტინგი)
►ელექტრონული კომერცია (ადგილობრივი და საერთაშორისო პლატფორმები) 
►ელექტრონული მმართველობა (სახელმწიფო სერვისები)

ეს ის მთავარი თემებია, რის შესახებაც 2019 წლის თებერვლიდან დღემდე უფასოდ ჩაუტარდა ტრენიგი 200-მდე მეწარმეს <3

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიზანია, ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოს რეგიონებში, ამიტომ სექტემბრამდე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აქტიურად და უწყვეტად მიმდინარეობს ტრენინგების ციკლი 

საბოლოოდ შეირჩევა 100 ბენეფიციარი, რომელიც ასევე უფასოდ მიიღებს დამატებით სარგებელს, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ ბიზნეს მენტორინგს და კონტენტ-პაკეტის შექმნას, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტულ ბიზნესზე და პროდუქციაზე. ისინი, მენტორთან ერთად, განიხილავენ იმ საკითხებს, რისი განვითარება და წარმოჩენაც სურთ თავიანთ ბიზნესში. მონაწილეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს და გაეცნონ დაფინანსების შესაძლებლობებს????

ტრენინგების შემდგომი ციკლი გაგრძელდება კახეთში, 11-12 მაისს. 
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://bfd.gov.ge/Account/MSME?

03-05-2019

წყარო: BfD • ინტერნეტი განვითარებისთვის

16-06-2023

საზაფხულო ბანაკი 2023

16-11-2022

DataFest Tbilisi 17-19 ნოემბერს გაიმართება

10-05-2019

ოთარ ანგურიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მინისტრი ექსპერტებსა და ეკონომისტებს გვხვდება

30-08-2019

DevFest Tbilisi 2019

30-08-2019

DevFest Tbilisi 2019

16-06-2023

საზაფხულო ბანაკი 2023

16-11-2022

DataFest Tbilisi 17-19 ნოემბერს გაიმართება

10-05-2019

ოთარ ანგურიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მინისტრი ექსპერტებსა და ეკონომისტებს გვხვდება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ