მედიის წარმომადგენლებისთვის გურიაში პრესტური მოეწყო
ნავიგატორი
1757

მედიის წარმომადგენლებისთვის გურიაში პრესტური მოეწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გურიაში პრესტური გაიმართა. სხვადასხვა მედიასაშუალების 30-მდე წარმომადგენელი ოზურგეთში ქართული ჩაის პირველ ფესტივალს დაესწრო.

ღონისძიებაში ქართული ჩაის ოცამდე მწარმოებელი მონაწილეობდა, როგორც გურიიდან, ასევე საქართველოს სხვა რეგიონიდან.

ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ სოფელ ბახვს, წითელმთას, ანასელსა და გურიანთას. დაესწრნენ ბიომეურნეობის, ჩაის კრეფისა და გადამუშავების პროცესს, დაათვალიერეს არყისა და ჩაის საწარმო.

ასევე ტურის მონაწილეებმა შეკვეთილში მუსიკოსებისა და მინიატურების პარკები მოინახულეს. მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს შეკვეთილსა და ურეკს შორის მდებარე წვერმაღალას ტყე-პარკიც, რომელიც 4 ჰექტარ ტერიტორიაზე მოწყობილი და ორ იარუსიანია.

07-05-2019

წყარო: 1tv.ge

05-06-2019

ვითიბი ბანკმა გამარჯვებულები დააჯილდოვა

02-04-2019

2019 წლის 27-დან 29 ივნისის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში - IGF 2019

13-05-2019

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დაახლოებით 40 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს

25-05-2023

თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი 25-28 მაისს გაიმართება

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ