Financial Times-ის მედიაგამოცემა საქართველოზე: ქვეყანა რომლის ეკონომიკაც სოლიდური ტემპით იზრდება
ნავიგატორი
1853


Financial Times-ის მედიაგამოცემა საქართველოზე: ქვეყანა რომლის ეკონომიკაც სოლიდური ტემპით იზრდება

"ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც სოლიდური ტემპით იზრდება და მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ათეულშია", - ასე წარადგინა Financial Times-ის ჯგუფში შემავალი გამოცემა „fDi magazine“-ი საქართველოს და ფინანსთა მინისტრს.

ივანე მაჭავარიანმა ვრცლად მიმოიხილა ტურიზმის სფერო და მისი დივერსიფიკაციის საჭიროებას გაუსვა ხაზი. რაც შეეხება ბიზნესის კეთების რეიტინგში დაწინაურებას, მინისტრმა საქართველოს დადებით ბიზნესგარემოზე გაამახვილა ყურადღება.

საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკის დივერსიფიკაციის მნიშვნელობასაც, რომლის დამსახურებით ბოლო წლებში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სამომავლოდ მნიშვნელოვანია პრემიერმინისტრის დაანონსებულ საგანმანათლებლო ინიციატივაზე მუშაობა, რაც საქართველოს თავიდან ააცილებს პრობლემას, რასაც ხშირად აწყდებიან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები. 

ინტერვიუ ფიჯის რესპუბლიკაში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში შედგა, სადაც ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველის სტატუსით მონაწილეობდა.

ფინანსთა მინისტრთან ინტერვიუ გამოცემის რედაქტორის მოადგილემ ჯაკოპო დეტონმა ჩაწერა.

10-05-2019

წყარო: imedinews.ge

19-02-2019

ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის შედეგების წარდგენა ბრიუსელში

15-04-2019

მწვანე გამოფენა გაყიდვა "პრო ექსპო"

23-11-2022

Global Short Docs Forum

22-02-2019

საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის ფასების მონიტორინგი ონლაინ სისტემით მოხდება

22-02-2019

საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის ფასების მონიტორინგი ონლაინ სისტემით მოხდება

19-02-2019

ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის შედეგების წარდგენა ბრიუსელში

15-04-2019

მწვანე გამოფენა გაყიდვა "პრო ექსპო"

23-11-2022

Global Short Docs Forum


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ