|
| 2103 |
|---|
15 000-მდე ფერმერისთვის „თხილის დაცვის პროგრამა“ ამოქმედდება
| საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან (GHGA) ერთად „თხილის დაცვის პროგრამა“ შეიმუშავა. როგორც East fruit-ი წერს, აღნიშნული პროგრამა წარმოდგენილი იყო ზუგდიდში ჩატარებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც თხილის სექტორში არსებიულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს მიეძღვნა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, რომლის საცდელი ვერსია გასულ წელს შემოწმდა, ხელისუფლებამ თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად შეიმუშავა სრულყოფილი სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზანად ისახავს, ფერმერ-მწარმოებლების მიერ აგრო ზომების დროულად მიღებას. ამასთან, თხილის სოკოვანი დაავადებებისგან დასაცავად ეფექტიანი ღონისძიებების გატარებას, შესაბამისად, მაღალი ხარისხის პროდუქტის მიღებას. „ჩვენ შევეცდებით, რომ წელს აღნიშნულ პროგრამაში ჩავრთოთ 15 000-მდე ადგილობრივი ფერმერი. ამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია, საკმაოდ დიდი თანხები. პროგრამის არსი არის ის, რომ თხლის წარმოების პროცესში, ფერმერები ყველა საჭირო ღონისძიებას სამინისტროს და ასოციაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად გაატარებენ. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ მაღალეფექტიანი ქიმიური დამუშავების 2 000 ხელსაწყო და შესაბამისი აღჭურვილობა შეიძინა“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. |

21-02-2019
წყარო: bpn
|
19-03-2019 სენაკში ლურჯი მოცვის პლანტაცია სახელმწიფო რწმუნებულმა დაათვალიერა |
|---|
|
19-03-2019 „ბოინგ 737 მაქსის“ სერტიფიცირება შესაძლოა, დარღვევებით ჩატარდა |
|
01-05-2019 სესხის გამცემი სუბიექტებისთვის სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენის ვადა ამოიწურა |
|
04-05-2019 ბიტკოინის ღირებულება ერთ დღეში 6%-ით გაიზარდა |