|
| 1839 |
|---|
გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
| გათვლილი ავტოსადგომის პროექტირება და მშენებლობა. ავტოსადგომი გათვლილი იქნება 680 მსუბუქი ავტომობილისთვის, 15 მიკროავტობუსისთვის და ხუთი ავტობუსისთვის. პროექტი ასევე ითვალისწინებს სველი წერტილებისა და კაფეტერიის, თხილამურების გაქირავებისა და შესანახი ოთახების მოწყობას. დაბა გუდაურში დაგეგმილია მრავალფუნქციური ერთდონიანი 200 მანქანაზე და ორ ავტობუსზე გათვლილი ავტოსადგომის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სველი წერტილების, თხილამურების გაქირავებისა და შესანახი ოთახების მოწყობაც. ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმება ბაკურიანშიც. ტენდერი გამოცხადდა 1100 ავტომობილზე (მათ შორის, 980 მსუბუქ ავტომანქანაზე, 80 მიკროავტობუსზე და 40 ავტობუსზე) გათვლილი ავტოსადგომის პროექტირება და მშენებლობაზე. პირველ ეტაპზე განხორციელდება პროექტირების სამუშაოები, ხოლო შემდეგ ეტაპზე მშენებლობა. სამივე ავტოსადგომი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. |

13-05-2019
წყარო: 1tv.ge
|
22-02-2019 საქართველო მთავრობათშორისი ფორუმის - IGF-ის წევრი გახდება |
|---|
|
23-11-2022 Global Short Docs Forum |
|
30-05-2019 თურნავა: ჩვენს საინვესტიციო პოლიტიკაში მეტი რეგიონული აქცენტი უნდა შემოვიტანოთ |
|
10-04-2019 ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას |