|
| 1916 |
|---|
ხულოს LAG-ს ახალი მმართველი გუნდი ყავს
| 2019 წლის 14 მაისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მმართველი ჯგუფის არჩევნები გაიმართა. არჩევნებს წინ უძღოდა LAG-ის გენერალური ასამბლეის შეხვედრა, რომელზეც წევრები საარჩევნო პროცედურებს და მმართველი ჯგუფის სტრუქტურას გაეცნენ. გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე ასევე მოკლედ შეჯამდა LAG-ის ერთწლიანი მუშაობა და გამომსვლელებმა მოკლედ მიმოიხილეს ძირითადი აქტივობები. მმართველი ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება 15 წევრით, საიდანაც 10 წევრის არჩევა მოხდა ფარული კენჭისყრით. მმართველ ჯგუფში წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის მერიის ერთი წარმომადგენელი, საკრებულოს ერთი და აჭარის ა/რ აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანების (ამაგების) 2 წარმომადგენელი. მმართველი ჯგუფის არჩევნებზე მონაწილეობა მიიღო LAG-ის 59 წევრმა, საერთო რაოდენობის 90.8%. არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში და დღის ბოლოს ხმის დამთვლელმა კომისიამ LAG-ის წევრებს გააცნო არჩევნების შედეგები. მმართველი ჯგუფის 15 წევრიდან, 5 საჯარო სექტორს, 7 – სამოქალაქოს, 3 კი კერძო სექტორს წარმოადგენს. მე-15 წევრი CCRG-ის წარმომადგენელია, რომელიც ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მმართველი გუნდი არჩეულ იქნა ორი წლის ვადით და LAG-ის საქმიანობას წარმართავს 2021 წლის მაისამდე. ხულოს LAG-ში საქმიანობას განაგრძობს 65 წევრი, ამათგან 19 ქალი და 9 ახალგაზრდა. წევრთა სექტორული გადანაწილება შემდეგნაირად გამოიყურება: 21.5% კერძო სექტორი, 50.7% სამოქალაქო სექტორი და 27.8% საჯარო სექტორი. ხულოს LAG-ის მისიაა:
პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში. |

16-05-2019
წყარო: enpard.ge
|
04-03-2019 ლევან დავითაშვილი დაბა თიანეთში ფერმერებს შეხვდა |
|---|
|
17-06-2019 ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი Natural Wine and Food |
|
11-04-2019 საუკეთესო რჩევები „ფინანსური მოცარტისა“ და ევროპაში ნომერ პირველი კონსულტანტის ბოდო შეფერისგან |
|
31-05-2019 საგადასახადო სამოთხე. რა არის ოფშორი და რატომ არეგისტრირებენ იქ კომპანიებს? |