|
| 1901 |
|---|
მერია მუხიანში რადიოქალაქის საინვესტიციო პროექტზე აუქციონს აცხადებს
| თბილისის მერია მუხიანში რადიოქალაქის საინვესტიციო პროექტზე აუქციონს აცხადებს. „მე წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდი, რომ ეს იყო ერთ-ერთი უნიკალური ადგილი, რომელიც შეიძლება გავხადოთ ახალი მიზიდულობის ცენტრი კულტურული თვალსაზრისით, ახალგაზრდული მიმართულებით. ჩვენ დაქირავებული გვყავდა კომპანია, ვინც კონცეფციას ქმნიდა ამ პროექტთან დაკავშირებით. ეს კონცეფცია უკვე მზად არის - აქ უნდა განთავსდეს სარეკრეაციო სივრცე და ეს გახდება თბილისში ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრი. საკმაოდ საინტერესო პროექტია და დღეს უკვე არის დაინტერესება, ზუსტად იმ კონცეფციით, რომელიც „კოლიერსის“ და ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად გაკეთდა. ინვესტიცია დაახლოებით 20 მილიონი იქნება ამ პროექტისათვის, ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა ბიზნეს სექტორთან, რომელსაც წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა და დარწმუნებული ვარ, ინტერესი ძალიან დიდი იქნება“, - განაცხადა კალაძემ. კახა კალაძემ წინასაარჩევნოდ განაცხადა, რომ მუხიანის ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე აშენდება საგამოფენა სივრცეები, გასართობი ზონები, საცურაო აუზები, რადიოქალაქი და ა.შ. |

29-05-2019
წყარო: imedinews.ge
|
20-02-2019 ტრენინგები: ტოპ-მენეჯერებისთვის |
|---|
|
11-04-2019 ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა |
|
28-11-2022 Investing with Gender Lens - Deep Dive Workshops |
|
25-02-2019 Fitch"-მასაქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა და „BB" სტაბილური მიანიჭა |