|
| 2070 |
|---|
ცნობილია რა ეღირება კოტე აფხაზის ქუჩასა და აბანოთუბანში ზონალურ-საათობრივი პარკირება
| ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომლის საპილოტე არეალი კოტე აფხაზის ქუჩა და აბათონუბანი იქნება, 1 ლარიდან 3 ლარამდე ეღირება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განცხადებით, თბილისის საკრებულომ დაამტკიცა სამდონიანი ტარიფი - ეს არის 1 ლარი, 2 ლარი და 3 ლარი. ამასთან, მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განმარტა, რომ საათობრივი პარკირება არ შეეხებათ ადგილობრივ მცხოვრებლებს, მათ არანაირი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. ასევე, საათობრივ-ზონალური პარკირება უფასო იქნება ელექტროძრავიანი ავტომანქანებისთვის. "ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც გადახდის აპარატების მეშვეობით, ასევე მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, გადმოგვაქვს საუკეთესო მაგალითები, რომელიც განვითარებულმა დიდმა ქალაქებმა განახორციელეს. რეფორმა ეტაპობრივად ხორციელდება, ამიტომ საწყის ეტაპზე, საპილოტე პროექტი ორ ადგილზე ხორციელდება. მომავალში კი სხვა ადგილების მიმართაც ანალოგიური მიდგომა გვექნება", - თქვა კახა კალაძემ. |

29-05-2019
წყარო: imedinews.ge
|
10-10-2022 თიბისი ბიზნესებს გაციფრულებისთვის სპეციალურ საშეღავათო პირობებს სთავაზობს |
|---|
|
03-04-2023 ჯეოლაბი - უფასო კურსები ემიგრანტებისთვის |
|
22-02-2019 Ryanair-ი და Wizzair-ი ბარგის წესში ცვლილების გამო რამდენიმე მილიონით დაჯარიმდნენ |
|
22-02-2019 გერმანია საქართველოს 10 მილიონით დოლარით დაეხმარება |