ვენესუელაში ჰიპერინფლაციამ 130 000%-ს გადააჭარბა
ნავიგატორი
1947


ვენესუელაში ჰიპერინფლაციამ 130 000%-ს გადააჭარბა

ვენესუელაში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა უდიდესი ინფლაცია გამოიწვია, 2018 წელს ინფლაციის მაჩვენებელი 130 060 პროცენტი იყო. ამის შესახებ კარაკასში მდებარე ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ვენესუელის მარეგულირებელმა ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გამოაქვეყნა ინფლაციის სტატისტიკა.

პუბლიკაციის თანახმად, 2016 წელს ქვეყანაში ფასების ზრდამ 274,4 %, ხოლო 2017 წელს 862,6 % შეადგინა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად კი 2018 წელს ვენესუელაში ინფლაციამ 1370000 პროცენტი შეადგინა, 2019 წელს კი ინფლაციის მაჩვენებელი 10 მილიონ პროცენტს მიაღწევს. 

ვენესუელაში ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, პოლიტიკური კრიზისიც არის. 

23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.

ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ,  გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ,  პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა, ისრაელმა. 

ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ.

29-05-2019

წყარო: imedinews.ge

26-04-2023

მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართება - საუკეთესო პლატფორმა საქმიანობის განსავითარებლად

12-03-2019

BPN Georgia-ში სიახლეა!

10-10-2022

2023 წელს, სოფლის განვითარების სააგენტო ახალ პროექტს იწყებს

22-02-2019

საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის ფასების მონიტორინგი ონლაინ სისტემით მოხდება

22-02-2019

საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის ფასების მონიტორინგი ონლაინ სისტემით მოხდება

26-04-2023

მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართება - საუკეთესო პლატფორმა საქმიანობის განსავითარებლად

12-03-2019

BPN Georgia-ში სიახლეა!

10-10-2022

2023 წელს, სოფლის განვითარების სააგენტო ახალ პროექტს იწყებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ