100 000-ლარიანი გრანტების პროგრამის პრეზენტაცია
ნავიგატორი
2335


100 000-ლარიანი გრანტების პროგრამის პრეზენტაცია

100 000-ლარიანი გრანტების პროგრამა - უნიკალური შესაძლებლობა სტარტაპებს.

2019 წლის 31 მაისს, 18:30 - საათზე ტექნოპარკში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო თანადაფინანსების 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამას მესამედ გამოაცხადებს.

ღონისძიებას გახსნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

პროგრამას ახორციელებს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭრით.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები-საქმიანობები, გარდა სამხედრო, ბირთვულ ტექნოლოგიებთან, სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 00 44 82 დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანადაფინანსების ვებ-პორტალზე www.grants.gov.ge.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

29-05-2019

წყარო: ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia

19-02-2019

Roundtable on regulation of the meat market

02-09-2019

ტრენინგი ბათუმში: ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი

25-03-2019

ევროკავშირის პროექტი საწარმოთა გამჭვირვალობის მხარდასაჭერად

17-02-2019

იდეების კონკურსი

17-02-2019

იდეების კონკურსი

19-02-2019

Roundtable on regulation of the meat market

02-09-2019

ტრენინგი ბათუმში: ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი

25-03-2019

ევროკავშირის პროექტი საწარმოთა გამჭვირვალობის მხარდასაჭერად


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ