|
| 2218 |
|---|
მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ოფშორები დასახელდა
| არასამთავრობო ორგანიზაციამ Tax Justice Network, რომელიც გადასახადების დამალვის წინააღმდეგ მუშაობს, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ოფშორების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის ლიდერი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები გახდა. რეიტინგში მეორე ადგილს ბერმუდის კუნძულები იკავებს, მესამე ადგილზე კი კაიმანის კუნძულებია. ათეულში ასევე მოხვდნენ ნიდერლანდები, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ჯერსის კუნძული, სინგაპური, ბაჰამის კუნძულები და ჰონგ-კონგი. ოფშორი ეს არის ქვეყანა ან ტერიტორია, რომელიც უცხოურ კომპანიებს ბიზნესის წარმოებისთვის განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. ესენია: ძალიან დაბალი და ზოგჯერ ნულოვანი გადასახადები, ანგარიშგების და კომპანიის მართვის მარტივი წესები, ასევე ბიზნესის ნამდვილი მფლობელების ვინაობის დამალვის შესაძლებლობა. მსოფლიოში დაახლოებით 50 ოფშორული ზონაა. მარტივად რომ ვთქვათ, ბიზნესისთვის და შეძლებული ადამიანებისთვის ოფშორი სამოთხეა. კომპანიების მფლობელები და უბრალოდ, მდიდარი ადამიანები ნაკლებ ფულს ხარჯავენ გადასახადებზე ან საერთოდ არ ხარჯავენ და შეუძლიათ დაუმალონ თავიანთი საქმიანობა სახელმწიფო ორგანოებს. |

30-05-2019
წყარო: imedinews.ge
|
03-04-2023 დასაქმებისა და კარიერული განვითარება სასწავლო კურსი ქალებისთვის - აჭარა |
|---|
|
23-11-2022 ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამა |
|
16-05-2019 Tesla-მ ელექტრომობილის დაბალფასიანი მოდელი გააძვირა |
|
05-04-2019 მიმდინარე წელს უკვე 6 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა |