კალაძე: შესაძლოა სირთულის გამო ჭავჭავაძის გამზირის სხვა ნაწილებს რეაბილიტაცია შემდეგ წლებში ჩაუტარდეს
ნავიგატორი
1636

კალაძე: შესაძლოა სირთულის გამო ჭავჭავაძის გამზირის სხვა ნაწილებს რეაბილიტაცია შემდეგ წლებში ჩაუტარდეს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, შესაძლოა სირთულის გამო ჭავჭავაძის გამზირს სხვა ნაწილებს რეაბილიტაცია შემდეგ წლებში ჩაუტარდეს. ამის შესახებ კალაძემ გამზირზე სამუშაოების დაწყებისას განაცხადა. 

დღეს ჭავჭავაძის გამზირის პირველი ეტაპის სამუშაოები დაიწყო. სამანქანო მოძრაობა გადაიკეტა ვარაზისხევის ამოსასვლელიდან ატენის ქუჩამდე. კალაძის განცხადებით, სამუშაოების პირველი ეტაპი მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა-რეაბილიტაციააროგორც სანიაღვრე სისტემის, ასევე საკანალიზაციოსი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. 

"ელექტროსადენების, რომელიც ჰაერშია, მიწის ქვეშ ჩატანაა დაგეგმილი. მე კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო დედაქალაქის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის, მაგრამ მგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ასეთი პროექტები შეზღუდვების გარეშე შეუძლებელია განხორციელდეს. ვადებს რაც შეეხება, პირველი ეტაპის სამუშაოები 3 თვის განმავლობაში უნდა დამთავრდეს.

ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ქსელი, რომელიც განთავსებულია მიწის ქვემოთ, რეალურად არავინ იცის რა მდგომარეობაშია. მარტო ვიცით, რომ არის ძლიერ დაზიანებული. იგივე არის მელიქიშვილზე. ამიტომ GWP-სთან ერთად დავიქირავეთ უცხოელი ექსპერტები და მათი ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს სამუშაოები. 

როგორც გვეუბნებიან, ის მილები, რომელიც უნდა შეიცვალოს, განთავსებულია 8 მეტრის სიღრმეზე. გადავწყვიტეთ სამუშაოებს ეტაპობრივად გავყვეთ. თუ დავინახეთ, რომ დროში იწელება და მთლიანი ქუჩის რეაბილიტაცია სრულად ვერ მოხერხდება, ჩვენ დავამთავრებთ ამ პირველ ნაწილს რაც დაწყებულია და თუ ვერ მოვასწრებთ სხვა ნაწილს, მომდევნო წლებში გავაკეთებთ", - განაცხადა კახა კალაძემ. 

ჭავჭავაძის გამზირზე დაწყებული რეაბილიტაციის გამო პირველ ეტაპზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე შეიზღუდება. დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.

30-05-2019

წყარო: imedinews.ge

05-06-2019

IPM - 2019 წელს ქვეყნის, როგორც ძირითადი, ისე რეგიონული ბიუჯეტების შევსების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ სათამაშო ბიზნესი სახელდება

05-07-2019

შეხვედრები „პარტნიორობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში

24-05-2019

25-26 მაისს რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება

08-04-2019

საქართველო დუბაიში გამართულ ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე მეორედ წარდგება

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ