ონლაინ სივრცეში ახალი ინოვაციური პლატფორმა onoff.ge ამოქმედდა
ნავიგატორი
1797

ონლაინ სივრცეში ახალი ინოვაციური პლატფორმა onoff.ge ამოქმედდა

ლიბერთის ახალი ინოვაციური ონლაინ პლატფორმა onoff.ge მომხმარებელს დროის, ფულის და ენერგიის დაზოგვას ვებ გვერდის მეშვეობით, ნებისმიერი საბანკო ბარათის გამოყენებით ნებისმიერი ტექნიკის შეძენას სთავაზობს.

ინოვაციური სიახლე, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ბაზარზე არსებული, მსგავსი ონლაინ გვერდებისგან განსხვავებით, მაღალი ხარისხის ფოტო სურათებით ონლაინ დათვალიერებისა და ტექნიკური პარამეტრების დეტალური შესწავლის გარდა, მომხმარებელს პროდუქციის პარამეტრების შედარების მოქნილი და მარტივი სისტემის გამოყენება შეუძლია.

Onoff.ge-ს არის ყველაზე დიდი ონლაინ კატალოგი, ქართულ ენაზე და მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება მსოფლიოში და საქართველოში არსებულ მაღაზიებში კონკრეტული ნივთის ფასისა და ტექნიკური პარამეტრების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება, შედარება და შეძენა. უახლოეს მომავალში შენაძენის გაკეთება შესაძლებელი იქნება როგორც ერთიანი გადახდით, ასევე საბანკო საკრედიტო პროდუქტების მეშვეობით.

ლიბერთის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების გუნდი არაერთ ინოვაციურ პროექტზე მუშაობს და მათგან ერთერთია onoff.ge - სრულიად უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებგვერდი, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია ტრანზაქციის სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელება.

უახლოეს მომავალში Onoff.ge კიდევ უფრო გაფართოვდება და მას საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრული კატალოგი დაემატება.

31-05-2019

წყარო: pia.ge

12-07-2019

საქართველო, როგორც 146-ე წევრი სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდება

27-03-2023

ეკონომიკური მედია სკოლა მონაწილეეთა მეთვრამეტე ნაკადის მიღებას იწყებს.

02-04-2019

საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - დავით წიკლაურმა საბჭო დატოვა

05-07-2019

ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია ,,QuickCash AI” EMERGING EUROPE AWARDS - ის ერთ-ერთი გამარჯვებულია

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ